შამბა: აფხაზეთისთვის საბოლოო მიზანი გაეროში გაწევრიანებაა

ოკუპირებული ს ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა რუსულ გამოცემა „იზვესტიასათან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ გაერში გაწევრიანება სურთ.
„უპირობოდ, აფხაზეთის რესპუბლიკისთვის საბოლოო მიზანი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გაწევრიანებაა. ეს ჩვენი ქვეყნის ფართო საერთაშორისო აღიარების პროცესის საბოლოო მიზანია, ეს ყველაფერი ერთმანეთთან ურთიერთკავშირშია, ცხადია, ჩვენ მშვენივრად გვესმის, რომ ეს ძალიან რთული პროცესია, და ორმაგი სტანდარტების პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვაწყდებით, არავის გაუუქმებია“, – განაცხადა მან.
სერგეი შამბას სიტყვებით, „აფხაზებს უარყოფითი გამოცდილება აქვს“, როცა და მისი პარტნიორები განაგრძობდნენ იმ ქვეყნებზე ზეწოლას, რომლებთანაც „აფხაზეთს უკვე ჰქონდა დამყარებული დიპლომატიური ურთიერთობები“
„ამიტომ ჩვენ ვცდილობთ მსოფლიოს იმ რეგიონების ქვეყნებთან დავამყაროთ კონტაქტები, რომლებზეც დასავლეთის ქვეყენებს არ აქვთ მნიშვნელოვანი გავლენა და არ შეუძლიათ ზეწოლა ამა თუ იმ ქვეყანაზე“, – ამბობს შამბა.
მან იმედი გამოთქვა, რომ განჭვრეტად მომავალში გაიზრდება იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც „აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ“.
საქართველო და ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ს ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად მიიჩნევენ. მათ „დამოუკიდებლობას“ აღიარებენ მხოლოდ რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა, სირია და ნაურუ. ვანუატუმ და ტუვალუმ აღიარება გაიწვიეს.
გაეროს წევრად სახელმწიფოს მიღება ხდება გაეროს უშიშროების საბჭოს რეკომენდაციით გენერალური ასამბლეის მიერ.
საქართველო გაეროში 1992 წლის ივლისში გაწევრიანდა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა