შამბას თქმით, სოხუმს არჩევნებში “ოცნების” გამარჯვება სურს

“აფსნიპრესის” ინფორმაციით, ს დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების “ნორმალურად განვითარდება აფხაზეთის [დე ფაქტო] ინტერესებშია”.
“არ მჯერა, რომ რუსეთს შეუძლია აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების უკან გაწვევა,” – განაცხადა შამბამ.
ის მიიჩნევს, რომ პირველ რიგში, საშიშროებას აფხაზეთის [დე ფაქტო] შიგნით ისეთი ვითარება შექმნა წარმოადგენს, რომ ადამიანებს საკუთარი თავის გადარჩენა გაუჭირდეთ.
“ეს არის ის, რისიც პირველ რიგში უნდა გეშინოდეს. ის, რომ და საქართველო ერთ დღეს ნორმალურ ურთიერთობას დაამყარებენ, ვფიქრობ, არ უნდა იყოს საშიში, რადგან მეზობლებთან მშვიდობიანი ურთიერთობა ყოველთვის ნებისმიერი სახელმწიფოს პრიორიტეტი უნდა იყოს. თუ საქართველოში კონფრონტაციული ოპოზიცია გაიმარჯვებს, არ ვფიქრობ, რომ ეს ჩვენს ინტერესებში შედის”, – აღნიშნა შამბამ.

ასევე დაგაინტერესებთ