შალვა ძებისაშვილი: ეს ქვეყანა ქართველებისთვის ასე ამ პოლიტიკით უბრალოდ უვარგისი ადგილი გახდა

“საქართველოს და მისი მმართველი პოლიტიკური ჯგუფის წარმატება ფასდება მაგალითად ჩემთვის იმით თუ რა სარგებელი და პოზიტიური შედეგი მოუტანა მმართველობამ საქართველოს მოსახლეობას და ქართველებს როგორც ამ მოსახლეობის და ქვეყნის იდენტობის განმსაზღრელ ჯგუფს.
და აქ უხეშად შეიძლება გამოიყოს რამოდენიმე ბაზისური საკითზი. ესენია:
1 – ტერიტოტიული მთლიანობა, 2 – ეკონომიკურ-სოციალური კეთილდღეობა, 3 – დემოგრაფია, 2 – გარემოს დაცვა და 4 – განათლება, 6 – ისტორიის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და 7 – მეზობლებთან ურთიერთობა.
ანუ სულ ესაა რაც ჩვენ ქართველებს გვაინტერესებს და უნდა შევხედოთ რა წარმატებას მიაღწია ამ მხრივ ოცნებამ. მე ვლაპარაკობ (ვაღიარებ ამას, წმნიდა ქართული ეგოისტური ნაციონალისტური – არა შოვინისტური გადმოსახედიდან. მოდი შევაფასოთ ყველა პუნქტი:
1 – ტერიტორიული მთლიანობა:
ანუ ჩვენ რომ ვიტყოდით ხოლმე ამაყად “სამშობლოს არვის წავართმევთ ნურც ვინმე შეგვეცილება, თორემ ისეთ დღეს დავაყრით მკვდარსაც კი გაეცინება” -ო. შედეგი გვაქვს ნოლი. წაგვართვეს, არ გვობრუნებენ და ვერც ვერაფერს აკლებ კი არა …მკვდარს მაგრად ეცინება მართლა ალბათ …რა დღეში ხართ ან აპსუებს რა უნდა დააკლოთ ან ვინმეს რამეო. ის კი არა აქეთ გვეუბნებიან ბოდიშ მოუხადეთ ქართველების მკვლელებსო. ნუ თან რუსებს არ ავიწყდებათ ყოველ ჯერზე ოცნებისთვის შეხსენება ჯერ აღიარეთ ეს недогосударства და მერე ვნახოთო. არც ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე რეგიონების სამაგალითო განვითარებაზეა აქცენტი აღებული და არც კუპირებულ ტერიტორიებზე ქართული ელემენტის, და ქართული ენისა და მოსახლეობის ინტენსიურ დაცვაზე. შედეგად ვირებთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველების და ზოგადად ქართველების კვალის სწრაფ გაქრობას და ქართელების მზარდ ასიმილიცაისახ….ანუ მოვიკითხოთ მმართველი ჯგუფის ‘ზრუნვა” ქართველების დემოგრაფიაზე იქ!!!
2 – ეკონომიკურ სოციალურ კეთილდღეობაში:
ნოლი კი არა მინუსი გვაქვს, რადგან მდიდარი ფენა კიდევ უფრო გამდიდრდა ფეოდალურ-კლანური პოლიტიკური ჯგუფების და მათთან დაკავშირებული ხრად არაადამიანური მოპყრობის მქონე ბიზნეს-ჯგუფების მიერ გატარებული პოლიტიკის გამო. საშუალო ფენა სულ უფრო მცირდება და ვისაც ნორმალური და ინოვაციური ბიზნესების განვითარება უნდა პირიქით ნელნელა გადის ქვეყნიდან. ხოლო სოციალურად დაუცველი ფენა კიდევ უფრო იზრდება და შედეგად ვიღებთ უცხოეთიდან მასობრივად შემოყვანილი იაფი მუშახელის აუცილებლობას, ისევე როგორც სოციო-ეკონომიკურ ვიტარებასთან სრულიად შეუსაბამო სახელფასო პოლიტიკას როცა არსებობისთვის მინიმალური შემოსავალი 1500-2000 ლარია რეალურად, ხოლო მინიმალური ხელფასი 700-800 ლარია. საერთოდ აზრი არც აქვს პენსიებზე საუბარს, რადგან ჩვენი ქვეყნის პენსიონერები თავისი 350-500 ლარით უბრალოდ სასიკვდილოდ განწირულები არიან ზემოხსენებული პოლიტიკური ჯგუფის მიერ გატარებული პოლიტიკით.
3 – დემოგრაფია:
აქ შეგვიძლია თუ ფაქტებს და მონაცემებს დავეყრდნობით თამამად განვაცხადოთ რომ მიმდინარეობს პირველ რიგში ქართელების მიზანმიმართული დემეოგრაფიული გადაშენების პოლიტიკა, რადგან როგორც პოლიტიკური გადაწყვეტილებების ისე სოციალ-ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად 2012-წლიდან საქართველოში ქართველების შობადობა კლებულობს და მასთან ერთად იზრდება როგორც სიკვდილიანობა და დაავადებების, ისე ქვეყნიდან სამუდამოდ გასვლის ანუ ემიგრაციული ნაკადები. დემოგრაფია არის სწორი პოლიტიკის შედეგი, და ქართველების დემოგრაფია ბოლო 14 წლის განმავლობაში ცალსახად გვეუბნება რომ ქვეყანაში გატარებული პოლიტიკა არ ემსახურება ქართელების არც გამრავლებას და არც ამ ქვეყანაში დარჩენას. მე სპეციალურად არ ვსაუბვრობ პერიოდზე 2003-2012 წლები და არც მანამდე, რადგან ამჯერად მხოლოდ ოცნების ერთპიროვნული მმართველობის მეტად ხანგრძლივ პერიოდზე მაქვს საუბარი, საკმარისზე საკმარისი დროით რომ გამოეწორებინათ ყველა ის ჩავარდნა რაც ადრე არსებობდა და პირიქით ქართველების დემოგრაფიული აფეთქება გამოეწვიათ. რეალობაში ჩვენ გვაქვს ქართველების დემოგრაფიული სიკვდილისკენ სწრაფი სვლის მკაფიო ნიშნები.
2 – გარემოს დაცვა:
აქაც ცალსახად უარყოფითი პროცესები გვაქვს, როცა სახელწმიფო პოლიტიკა იმაზე კი არ არის მომართული რომ შეუნარჩუნოს ბუნება და ბუნების საგანძური საქართველოს მოსახლეობის და ეკოლოგიურად სუფთა სანატორიად აქციოს მთლიანად ქვეყანა, რაც მათ შორის ხარისხობრივად უკეთესი და მაღალშემოსავლიანი ეკონომიკური სექტორების განვითარებას შეუწყობდა ხელს, არამედ პირიქით. მიდის ქვეყნის ბუნებრივი რესურსების შეუჩერებელი გამოხვრა (ტყე, მდინარეებიდან ინერტული მასალები, მანგანუმი, მეტალები და აშ.) გარემოს და მიმდებარე ტერიტორიების ბარბაროსული განადგურებით, რაც არა მხოლოდ ადგილობრივ ეკონომიკურ აქტივობებზე არამედ ზოგადად მოსახლეობის ჯანმრთელობაზე მასობრივად და ნეგატიურად აისახება. მომიკითხეთ აქ დემოგრაფიაც…
4 – განათლება:
აქაც სერიოზული პრობლემები გვაქვს, რადგან უკიდურესად ცენტრალიზებული საგანმანათლებლო სისტემა მოისაზრება როგორც კონყროლის ქვეშ მყოფი სფერო, რომელიც სახელმწიფოს მიერ უნდა კონტროლდებოდეს რაც გარანტიაა იმისა რომ ხარისხიანი და სამომავლო ინოვაციურ სფეროებზე მორგებული განათლება არ და ვერ განვითარდება. შედეგად ვიღებთ იმას რომ საგანმანათლებლო სფეროში არარ რჩებიან კვალიფიციური კადრები და ხდება როგორც მათი ასევე ახალგაზრდების მასობრივი გადინება საზღვარგარეთ ანუ ე.წ. ტვინების გადინება, რის შედეგადაც ზარალდება როგორც ქვეყანა ..აქაც მომიკითხეთ დემოგრაფია….ასევე ზარალდება ადგილობრივი ეკონომიკა ისევ და ისევ კადრების უქონლობის გამო და ბიზნესი იძლებულია შემოიყვანოს უხოელები….კიდევ ერთხელ თავისი შედეგით ქართველების საწინააღმდეგო დემოგრაფიული პოლიტიკა.
6 – ისტორიის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა
აქ აღარ გავიმეორებ ცნობილ ფაქტებს გელათზე, ჯვარზე და სხვა ცნობილ ფაქტებზე როცა კულტურული მემკვიდრეობა უბრალოდ ნადგურდება. ჩემთვის მთავარია რომ უამრავი ძეგლია საქართველოში და მის გარეთ რასაც საქართველო როგორც ქვეყანა ანუ მისი მმართველი ჯგუფი უბრალოდ აიგნორებს და ისინი უბრალოდ ქრებიან თანდათან. ამასთან ერთად კულტურის სამინისტროს მმართველი რგოლის გავსება წლების განმავლობაში სრულიად არაკომპეტენტური ხალხით ბუნებრია ვერ და არ აისახება დადებითად კულტუტული მემკვიდრეობის შენარჩუნების ადეკვატურ პოლიტიკაზე და სადმე ბიაზის გასკდომას და წლის ჩამოსვლა გადარეცხვას კიდევ ხშირად უნდა ველოდოთ. საცავების მდგომარეობაზე და რეგიონებში კულტურულ/ისტორიული მემკვიდრეობის გაძლიერების პოლიტიკაზე არ მაქვს საერთოდ საუბარი.
7 – მეზობლებთან ურთიერთობა.
ნუ აქ ძალიან მოკლედ ვიტყვი …..ძალიან მინუსში არ ვართ….
დასკვნა – ეს ქვეყანა ქართველებისთვის ასე ამ პოლიტიკით უბრალოდ უვარგისი ადგილი გახდა”.
🔖 წერს შალვა ძებისაშვილი, საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროგრამების ხელმძღვანელი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ცუცქირიძე – ირანის ელჩს მივმართავ, მუქარებს არ ვიღებთ და არასდროს მივიღებთ – რაც შეეხება “ოპოზიციური ალიანსის” აშშ-ში ვიზიტზე “ოცნების” რეაქციას, ჯერ არსად წავსულვართ და უკვე რა მუხლების კანკალი აუტყდათ