შალვა რამიშვილი: ჩერგო და გიგა რაღაცეებს ფაფხურობენ, პარტიულობანას თამაშობენ… ძალიან საინტერესოა ასეთ სახეობაზე დაკვირვება წმინდა საბუნებისმეტყველო კუთხით

შალვა რამიშვილი სა და ს შესახებ წერს:

“ჩერგოზე მინდა გითხრათ. ერთი შეხედვით ახირებაა მისი ამოჩემება ჩემს მიერ. არც თუ ისე ახალგაზრდა , ლუზერი, ფსიქიკური აშლილობით (დიაგნოზი ზუსტად არ ვიცი) . ყველგან სადაც იყო იმ დაწესებულებებისა თუ პარტიების ანიჰილაცია გამოიწვია. ერთი საბრალო ქალია. არაფრის დაშავების თავი არა აქვს. უინტერესოა.
მაგრამ მთლად ასე არაა.

ჩერგო და გიგა განასახიერებენ ლიბერალური დემოკრატიის ბოლო ბასტიონს საქართველოში, რეიგანისა და ზოგადად -ის თავგადაკლულ ფანებს. ჩერგოს ყველაზე ნათელი მომენტი იყო როცა ჰილარისთან ერთად პანელზე იდგა (ან იჯდა)! სადაა ჰილარი, სადაა საერთოდ დემოკრატიული პარტია – ევას პავაროტში. სხვა ამერიკა იშვა და ლიბერალური დემოკრატიაც დასრულდა. მაგრამ როგორც ყველა სექტანტს ჩერგოგიგას ამის არ სჯერავთ.

რაღაცეებს ფაფხურობენ, პარტიულობანას თამაშობენ, მიკრონებში გაზომვად რეიტინგებში ფართხალებენ და ეს ხდება უდიდესი აპლომბით, აროგანტულად. წუმპეში ბაყაყები რომ ისხდნენ და ეგონოთ თავისი ყიყინით დედამიწას ატრიალებენ – ზუსტად ეგ სურათია.

ძალიან საინტერესოა ასეთ სახეობაზე დაკვირვება წმინდა საბუნებისმეტყველო კუთხით. საინტერესოა სად გაასხავენ როცა რეალობა მწარედ ჩაჰკრავს თავში? მაგრამ ეგ ბიფურკაციის წერტილი უკვე ჩავლილი აქვთ ჩემი აზრით. ვნახოთ… დავაკვირდეთ.”- წერს შალვა რამიშვილი.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

ტობიას კრემერი: რეპორტაჟის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ ის წყლის ჭავლში შეურია და არა დამპყრობელი არმიის, არამედ თავისი ხალხის წინააღმდეგ მიმართა: ქალების და ბავშვების, სტუდენტებისა და ექთნების, მუშებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ

იაგო კაჭკაჭიშვილი – პოლიციამ მომიტინგეებს მოსთხოვა, რომ მათ დატოვონ ტროტუარი, აბა რა ვქნათ, ცაში უნდა გავფრინდეთ? ვირტუალური პროტესტი უნდა მოეწყოს სამზარეულოებიდან? სრულად აბსურდთან მივედით