შალვა პაპუაშვილმა უმრავლესობის დეპუტატებთან ერთად ზურა ბერიკაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, უმრავლესობის დეპუტატებთან ერთად მსახიობ, ზურა ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.
კერძოდ, პაპუაშვილთან ერთად პანაშვიდზე იმყოფებოდა: პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი, პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი, უმრავლესობის წევრი, მარიამ ლაშხი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, , საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი, ბაია კვიციანი.
პანაშვიდი საბურთალოზე მდებარე ამაღლების ეკლესიაში მიმდინარეობს.
ცნობისთვის, ზურა ბერიკაშვილი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბერიკაშვილი რამდენიმე თვის განმავლობაში საზღვარგარეთ მკურნალობდა.
ზურა ბერიკაშვილი 1990 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო. მას არაერთი მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა შათირიშვილი: როცა ჩათვლიან, რომ აგრესიული უმცირესობა რევოლუციისთვის მზად არის, აუცილებლად გამოჰკრავს ვინმე სასხლეტს ხელს – დიფ სთეითს საქართველოში რევოლუციისათვის მსხვერპლი სჭირდება

არმაზ ახვლედიანი – ლონდონმა „წითელი ბარათი“ აჩვენა არალეგიტიმურ მთავრობას და ივანიშვილმა იცის, რასაც ნიშნავს გაბრაზებული ბრიტანეთი – „ოცნების“ ბრალია ისიც, რომ ჩვენკენ კაია კალასი კი არა, მისი თანაშემწის თანაშემწეც არ იყურება