შალვა პაპუაშვილმა სოხუმის დაცემის 31 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

სოხუმის დაცემის 31 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, გმირთა მოედანზე ასევე იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი , თბილისის მერი , საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.
დღეს, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან 31 წელი შესრულდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ბრძოლა 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლონდა თოლორაია საგარეო უწყებას მოუწოდებს, გამოაქვეყნოს ინფორმაცია, საქართველოს რამდენი სრულწლოვანი მოქალაქე იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე და რამდენი მათგანი ვერ მოხვდა ცესკო-სთვის გადაცემულ სიაში

საია წინასაარჩევნო კამპანიისას დაფიქსირებულ 9 ინციდენტს, სავარაუდოდ, პოლიტიკურად მოტივირებულ ფიზიკურ ძალადობად, სხვისი ნივთის დაზიანებად და კამპანიაში ხელშეშლის შემთხვევებად აფასებს