შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლები დააჯილდოვა

მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ჩვენი აპარატის თანამშრომლებს, თქვენი განსაკუთრებული ღვაწლისთვის არა მხოლოდ პარლამენტის, არამედ ჩვენი ქვეყნის წინაშე, -ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის თანამშრომლების დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
დაჯილდოების ცერემონიაზე შალვა პაპუაშვილმა აპარატის თანამშრომლებს პროფესიონალიზმის და საკანონმდებლო ინსტიტუტის ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა და საკანონმდებლო ორგანოში 25-წლიანი სამსახურისთვის ჯილდოები გადასცა.
„2024 წელს განსაკუთრებულად ვხვდებით. წელს, როგორც ყოველთვის, საქართველოს პარლამენტი იყო ქვეყნის განვითარების ეპიცენტრში.
ჩვენ საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი გვქონდა, რაც გულისხმობს ყოველი თქვენგანის დატვირთვას.
65 პლენარული სხდომა ჩატარდა, 600- ზე მეტი კანონი მივიღეთ, საიდანაც 100-ზე მეტი ეძღვნებოდა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარებას. სხვადასხვა კომიტეტმა 400- ზე მეტი სხდომა ჩაატარა, 17 000-ზე მეტი წერილი შემოვიდა პარლამენტში და ამ ყველა რიცხვის უკან დგახართ თითოეული თქვენგანი- პარლამენტის თანამშრომლები, ვინც უზრუნველყოფთ საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციონირებას, ყველა მისი განზომილებით. საბოლოო ჯამში ეს ყველა საქმე გვირგვინდება იმ წარმატებით, რომელსაც ჩვენი ქვეყანა წლიდან წლამდე აღწევს.
თქვენი დამსახურებაა ის, რომ პარლამენტს აქვს შესაძლებლობა, შეუფერხებლად იმუშაოს, ტექნიკურიდან შინაარსობრივი საკითხების ჩათვლით. იყოს იმდენად აწყობილი, რომ შესაბამისი ხარისხის შედეგები დადოს და აქედან გამომდინარე გვაქვს ჩვენ ის ერთ-ერთი მთავარი შედეგი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ მივაღწიეთ”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადაეცა პარლამენტის 16 კომიტეტის აპარატს და 11 დეპარტამენტს.
დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება პარლამენტის სასახლეში გაიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქსტატი“ – 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან ექსპორტის მოცულობა გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13.7%-ით მეტია – ქართული პროდუქციის უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი

ლევან სანიკიძე – „ქართული ოცნება“ უნდა ჩამოყალიბდეს, რას სთხოვს ბრიუსელი: ქართველი კაცების გათხოვებას, თუ ომში დახოცვას – სანამ მათ ხელისუფლება მიტაცებული აქვთ, საქართველოს ევროპულ გზაზე შანსი არ აქვს

ალექსანდრე თვალჭრელიძე – გზის ბოლოს ჩიხია… ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად