შალვა პაპუაშვილმა თაკო ჩარკვიანი სხდომათა დარბაზიდან გააძევა

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ოპოზიციონერ დეპუტატს, თამარ ჩარკვიანს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.
აღნიშნული გადაწყვეტილება შალვა პაპუაშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც თამარ ჩარკვიანმა მიკროფონის გარეშე საუბარი გაფრთხილების მიუხედავად განაგრძო.
რაც შეეხება მიკროფონის გამორთვის მიზეზს, პაპუაშვილმა ჩარკვიანს სიტყვა ჩამოართვა, რადგან როგორც მან განმარტა, მისი საუბარი თემას არ ეხებოდა და „მიტინგის ჩატარების საშუალებას არ მისცემდა“.