შალვა პაპუაშვილი Tbilisi Open Air-ის შესახებ კითხვაზე – ვინც ფიქრობს, რომ დათესოს შუღლი, გათიშოს, დააპირისპიროს საზოგადოება, ის ხალხი ამ ქვეყანას ემტერება, ეს უნდა ვიცოდეთ

მე თვალ-ყურს არ ვადევნებ ამ საკითხებს, მაგრამ ერთი რამის თქმა მინდა, განსაკუთრებით დღევანდელ დღეს, ვინც ფიქრობს, რომ დათესოს შუღლი, გათიშოს, დააპირისპიროს საზოგადოება, ის ხალხი ამ ქვეყანას ემტერება, ეს უნდა ვიცოდეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა მუსიკალური ფესტივალის Tbilisi Open Air 2025-ის შესახებ დასმულ შეკითხვას.
პაპუაშვილის თქმით, ვინც ცდილობს ზიზღი შემოიტანოს, ის მხოლოდ მტრობს საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას.
„ჩვენ ვნახეთ 9 აპრილს სამარცხვინოდ, როდესაც უცხოეთიდან დაფინანსებულმა NGO-ებმა ძალადობის აქტი დააორგანიზეს რუსთაველის გამზირზე და მათ შორის, 9 აპრილის მონაწილეებზე იძალადეს და არ მიუშვეს მემორიალთან. ესენი არიან ამ ცრუ ფიცის და ცრუ ღირებულებების მატარებელი ადამიანები, მხოლოდ შუღლს და განხეთქილებას თესავენ ჩვენ საზოგადოებაში. საზოგადოებამ, მათ შორის 17 მაისს გასცა პასუხი, როდესაც გამოვიდა მთელი ქვეყანა ქალაქებისა და სოფლების ქუჩებში და აჩვენა, სად დგას ქართველი ხალხი.ქართველმა ხალხმა დღეს აჩვენა, თუ რას ნიშნავს ერთიანობა, რას ნიშნავს სიამაყე საკუთარი დამოუკიდებლობით. ასე რომ ყველა, ვინც ცდილობს, რომ გათიშოს, ბოროტება დათესოს და ზიზღი შემოიტანოს ის მხოლოდ მტრობს საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას,“ -განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?