შალვა პაპუაშვილი – NDI-ის დასკვნაში შეცდომაში შემყვანი მოსაზრებაა – გიორგი სიორიძის ცხოვრებაში არაფერი შეიცვლება, მისთვის ისევე გათენდება და დაღამდება, შეიძლება სავიზიტო ბარათზე ვერ დაიტანოს, რომ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილეა

NDI-ის დასკვნაში შეცდომაში შემყვანი მოსაზრებაა – გიორგი სიორიძის ცხოვრებაში საერთოდ არაფერი შეიცვლება, მისთვის ისევე გათენდება და დაღამდება, შეიძლება სავიზიტო ბარათზე ვერ დაიტანოს, რომ ს თავმჯდომარის მოადგილეა, – ასე ეხმიანება ცესკოსთან დაკავშირებულ ცვლილებებზე NDI-ის დასკვნას .
პაპუაშვილის განცხადებით, ისიც შეცდომაში შემყვანია, რომ NDI ამ ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიაზე მიუთითებს, რადგან ვენეციის კომისიის დასკვნა, თავის მხრივ, ფაქტობრივ შეცდომას შეიცავს, როცა 19 აპრილის შეთანხმებაზე მიუთითებს. პაპუაშვილის თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნის გამო, მანკიერი წრე იკვრება.
მისივე შეფასებით, „ვენეციის კომისიის მხრიდან ალბათ, სამწუხარო ხარვეზია, რომ არარსებულ შეთანხმებაზე (19 აპრილის შეთანხმება) მიუთითა და მთელი თავის დასკვნა ააწყო ამაზე, რამაც გამოიწვია ის, რომ ბრმად მიდის მითითება მის დასკვნაზე.“
„რაც შეეხება ცესკოს დაკომპლექტების წესს, ვფიქრობ, თავად ამ დასკვნაში შეცდომაში შემყვანი მოსაზრებაა გამოთქმული ოპოზიციურ მოადგილესთან დაკავშირებით, რომ თითქოს ამ პოზიციის გაუქმება შეამცირებს თანამონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღებაში. ეს ფაქტობრივი შეცდომაა ამ დასკვნაში. არანაირი რაიმე დამატებით უფლებამოსილება ოპოზიციურ მოადგილეს გადაწყვეტილებების მიღებაში, არ აქვს. მას აქვს ისეთივე ერთი ხმა, როგორც მის სხვა კოლეგა ოპოზიციურ წარმომადგენლებს ცესკოში და ის ერთი ხმა როგორც აქამდე ჰქონდა ისე ექნება კოლეგიალურ გადაწყვეტილებების მიღებაში. არაფერი არ იცვლება. კონკრეტულად ამ მოადგილისთვის, მის ცხოვრებაში საერთოდ არაფერი შეიცვლება, ვგულისხმობ ბატონ სიორიძეს. როგორი წევრიც იყო, ზუსტად ისე იქნება, იმავე უფლებამოსილებით. მის ცხოვრებაში საერთოდ არაფერი არ შეიცვლება, ისევე გათენდება და დაღამდება მის ცხოვრებაში. ასევე არაფერი შეიცვლება ცესკოსთვის გადაწყვეტილების მიღების დროს. ასე რომ ეს შეფასება, თითქოს ინკლუზიურობას ან ნდობას ამცირებდეს, ეს არის შეცდომაში შემყვანი, ფაქტობრივად უზუსტო შეფასება. ეს მის ცხოვრებას არ გააუარესებს არანაირად და მის საქმიანობას ცესკოში. მას მხოლოდ ჰქვია მოადგილე, თორემ რაიმე დამატებითი უფლებამოსილება მას არ გააჩნია. ეს ტიტული მას აღარ ექნება, შეიძლება სავიზიტო ბარათზე ვერ დაიტანოს, რომ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილეა, მაგრამ მის უფლებამოსილებაში არაფერი შეიცვლება. შეცდომაში შემყვანია ასევე მითითება ვენეციის კომისიაზე NDI-ის დასკვნაში, თითქოს ვენეციის კომისია რაღაცას უთითებს. ძალიან ვწუხვარ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნაზე მანიპულაციური მსჯელობა მიდის, ამას სამწუხაროდ, ხელს უწყობენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები. ვენეციის კომისიას და ეუთო/ოდირს არც ერთი საკუთარი მოსაზრება წარმოდგენილი არ აქვთ, მთელი დასკვნა ამბობს ერთ რამეს, რომ ზოგადად, საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებისას, რაც უფრო ბევრი პარტია თანხმდება, მით უფრო კარგია. 19 აპრილს შეთანხმებულხართ და რადგან ასეა, ამ შეთანხმებით იმოქმედეთო. აქ არის უკვე ვენეციის კომისიის ფაქტობრივი შეცდომა, რომ არანაირი 19 აპრილის შეთანხმება აღარ არსებობს,“- განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?