შალვა პაპუაშვილი EaP-ის ინდექსზე – ვფიქრობ, შეფასების ავტორი ორგანიზაციები გაბრაზებულები არიან ხელისუფლებზე და ჯავრი იყარეს საქართველოზე – ჩახედონ ყველა ავტორიტეტულ შეფასებასა და რეიტინგებს და ნახავენ, სადაა საქართველო

სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებაზე გაბრაზებულებმა ჯავრი იყარეს საქართველოსა და ქართველ ხალხზე – ჩახედონ ყველა ავტორიტეტულ შეფასებასა და რეიტინგებს და ნახავენ, სადაა საქართველო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის“ თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ შეფასებას რეალობასთან კავშირი არ აქვს.
„შთაბეჭდილება მექმნება, რომ ეს ორგანიზაციები, რომლებიც ამ შეფასების ავტორები არიან, გაბრაზებულები არიან საქართველოს ხელისუფლებზე და ჯავრი იყარეს საქართველოზე. ამ შეფასებას არანაირი კავშირი არ აქვს რეალობასთან. სერიოზულიც არაა იმის განხილვა, რომ საქართველო ჩამორჩება სა და მოლდოვას. ამ ორგანიზაციებმა ჩახედონ მათ შორის ევროკომისიის შეფასებებს, ვინ სადაა დემოკრატიის მიმართულებით. ასევე, ჩახედონ ყველა ავტორიტეტულ შეფასებასა და რეიტინგებს და ნახავენ, სადაა საქართველო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის თანახმად, საქართველომ მნიშვნელოვანი ადგილი დაკარგა როგორც დემოკრატიის, ისე კარგი მმართველობისა და პოლიტიკის კონვერგენციის მაჩვენებლებში და მოლდოვისა და უკრაინის შემდეგ მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილმა ხელმძღვანელმა ელენე ნიჟარაძემ ყალბი პარალელური დათვლის შედეგების გავრცელებით კინაღამ ააყირავა მდგომარეობა საქართველოში, ახლა მოკალათებულია ევროპულ ორგანიზაციაში და კარიდან გაშვებული, ფანჯრიდან გვიძვრება უკან

შალვა პაპუაშვილი – რიტორიკა, ტერმინოლოგია, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი იყენებს, ანარეკლია ევროპელი ქარაფშუტა პოლიტიკოსების ტერმინოლოგიისა- როგორც ჩანს, მათგან სწავლობს, როგორ ელაპარაკოს ხალხს