შალვა პაპუაშვილი – 4 ოქტომბერთან დაკავშირებით არსებობდა გეგმა და ეს გეგმა იყო სინქრონიზებული უცხოელებთან, მათგან ორგანიზებული – რაც ხდებოდა თბილისში, წუთი წუთში ეხმაურებოდა ზოგიერთი ევროპარლამენტარი – გეგმას ერქვა საქართველოს ნეპალიზაცია

გეგმა არსებობდა, გეგმას ერქვა საქართველოს ნეპალიზაცია და ნეპალის სცენარის მოწყობა, აქ სისხლის გუბეების დაყენება და იმ რამდენიმე ათასმა ადამიანმა, ვინც მივიდა თავისუფლების მოედანზე 4-ში, ოთხ საათზე, ხელი მოაწერეს ზუსტად ამ გეგმას,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
ს თქმით, გეგმა, რომელიც არსებობდა, „უცხოელებთან იყო სინქრონიზებული და მათგან ორგანიზებული“.
„დღეს ვხედავთ უკვე ჩირგვებში შემალულ რადიკალებს, რომლებსაც ყველა ემიჯნება – არ ვიცოდი, არ მეგონა, უი, ეს რა დაგვემართა, გეგმა არ გამაცნეს, გეგმის პირველი გვერდი წავიკითხე, მეორეზე ვეღარ გადავედი, ვერ მოვასწარი, გეგმა არ არსებობდა და ა.შ. სინამდვილეში, იყო ძალიან გამართული გეგმა და აბსოლუტურად ცივსისხლიანად დაგეგმილი სახელმწიფო გადატრიალება. შემთხვევით არ იყო გამოყენებული სიტყვა ნეპალი და შემთხვევით არ იყო აწყობილი პროპაგანდა ნეპალთან დაკავშირებით. გეგმა არსებობდა 4 ოქტომბერთან დაკავშირებით. გეგმა იყო მასობრივი ქაოსის და არეულობის მოწყობა, ის, რაც მოხდა ნეპალში და ამ ამღვრეულ წყალში შემდეგ ძალაუფლების თევზის დაჭერა. გეგმა არ იყო რაღაც ნახაზების გაკეთება, ფიქრი და გადმობირება რაღაც ჯგუფების, ბატალიონების და ა.შ. ვინაიდან ასეთი გეგმები ადვილად იშიფრება და პრევენციაც ხდება. გეგმა აწყობილი იყო სწორედ იმაზე, რომ უნდა ყოფილიყო ქაოსი, მასობრივი არეულობა, რომლის წინასწარი, ტალღების განჭვრეტა რთულია, ორგანიზატორისთვისაც და, რა თქმა უნდა, სახელმწიფოსთვისაც, გეგმა იყო, ამ ამღვრეულ წყალში შემდეგ დაეჭირათ თავისი ძალაუფლების თევზი. ჩვენ ვნახეთ, რომ ეს გეგმა იყო აბსოლუტურად სინქრონიზებული უცხოელებთან და მათგან ორგანიზებული. ვნახეთ, წუთი წუთში რაც ხდებოდა თბილისში, როგორ ეხმაურებოდა ამას ზოგიერთი ევროპარლამენტარი – რასა იუკნევიჩიანე და მსგავსნი, მათ შორის მოლდოვის პრეზიდენტი და როგორ აცდენილი იყო მათი გამოხმაურებები. თუ დააკვირდებით, საუბრობენ ძალადობაზე პოლიციის მხრიდან. მაგალითად, მიხაელ როთს პოსტში უწერია, რომ ძალადობაა, როდესაც ყველა ვხედავდით, რომ თბილისში აბსოლუტურად პირიქით იყო საქმე, იყვნენ მოძალადე ჯგუფები, რომლებიც უტევდნენ პრეზიდენტის რეზიდენციას. ასე რომ, გეგმა არსებობდა, გეგმას ერქვა საქართველოს ნეპალიზაცია და ნეპალის სცენარის მოწყობა, აქ სისხლის გუბეების დაყენება და იმ რამდენიმე ათასმა ადამიანმა, ვინც მივიდა თავისუფლების მოედანზე 4-ში, ოთხ საათზე, ხელი მოაწერეს ზუსტად ამ გეგმას, როდესაც პაატა ბურჭულაძის და ზოდელავას მიერ გამოცხადებულ ნაბიჯებს ტაში დაუკრეს და ყიჟინით შეხვდნენ, როგორც ამას გამოცემა „პუბლიკა“ გვამცნობს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
გარდა ამისა, პაპუაშვილმა 4 ოქტომბრის მოვლენებში ყოფილი თანაგუნდელების შესაძლო მონაწილეობის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ „ეს სპეკულაციაა“. პაპუაშვილის თქმით, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ყველას გამოვლენა მოხდება, ვინც ამ პროცესი იყო ჩართული, „იქნება ეს უშუალო მოძალადე, შემაგულიანებელი თუ ორგანიზატორი“.
„რა კავშირშია [ და გრიგოლ ლილუაშვილი]? ეს არის აბსურდი. ეს სპეკულაციაა. ამაზე და მისი პარტიის წევრები საუბრობდნენ. პრემიერ-მინისტრი საუბრობდა იმ ხალხზე, ვისზეც ხაბეიშვილი და მისი პარტიის წევრები. სიღრმეებში შესვლა საჭირო აღარ არის. მთავარია, რომ ხელისუფლების გადატრიალების გეგმა ჩაიშალა, რადგან გამართულად იმუშავა ჩვენმა უსაფრთხოების სისტემამ, ჩვენმა სამართალდამცავმა სისტემამ, როგორც წინსწრებით, ისე წინასწარ გამოცხადებულ დამხობის დღეს. მიმდინარეობს ყველას გამოვლენა, ვინც ამ ძალადობაში იყო ჩართული. მათ შორის იქნება ეს უშუალო მოძალადე, შემაგულიანებელი, ორგანიზატორი თუ ასე შემდეგ, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. ყველა, ვისაც ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის დანაშაული და განსაკუთრებით დანაშაული საკუთარი ქვეყნის წინაშე, ყველა იქნება გამოვლენილი“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ