22 თებერვალს, პარლამენტის სხდომაზე ანგარიშით წარდგება

მიმდინარე სასესიო კვირას, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ანგარიშით პარლამენტის თავმჯდომარე გამოვა.
დეპუტატები პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშსა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას 22 თებერვლის სხდომაზე მოისმენენ.
რეგლამენტის თანახმად, პარლამენტი, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ კვირაში პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშსა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას ისმენს, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს.
დისკუსია კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის დადგენილი წესის შესაბამისად გაიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება კითხვა-პასუხი და სიტყვით გამოსვლები.
22 თებერვლის სხდომაზე შალვა პაპუაშვილის მოსმენის გარდა, სხვა საკითხების განხილვა დაგეგმილი არ არის.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია „მოსკოვის მექანიზმის“ მისიის ანგარიშზე – დასკვნა იმაზე უფრო მძიმეა, ვიდრე მოსალოდნელი იყო – ეს არის საერთაშორისო მნიშვნელობის, ძალიან სერიოზული საგამოძიებო დოკუმენტი

შსს – კახეთში მამაკაცს თანხის გამოძალვის მიზნით პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა – დაკავებულია ორი პირი