შალვა პაპუაშვილი – 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი აფერა არის ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც რეალურად ფინანსდებიან უცხო მთავრობებისგან

21-ე საუკუნის ყველაზე დიდი აფერა არის ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც რეალურად ფინანსდებიან უცხო მთავრობებისგან, ამავე დროს, უცხო მთავრობების მიერ დაფინანსებული პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებიც ჩართული არიან პოლიტიკაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, არასამთავრობო სისტემა ყველაზე დიდი ბოროტებაა.
„ასე რომ, სწორედ ეს აფერა ამხილა -ის დღევანდელმა ადმინისტრაციამ და სწორედ ამიტომ ჩახსნა ყველანაირი დაფინანსება ამ მანკიერი სისტემისა. მე სხვა დროსაც ვთქვი და გავიმეორებ – ე.წ. ენჯეო სისტემა, ეს არის ყველაზე დიდი ბოროტება, რომელიც დასავლეთმა თავს მოახვია, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს. ყველაზე დიდი ბოროტება, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის დემოკრატიების წინააღმდეგ გააკეთა დასავლეთმა, ეს არის სწორედ „ენჯეო“ სისტემა. ჩვეულებრივად, საკუთარი ქვეყნების ინტერესების გამტარებლები ჩასვეს ყველგან, სადაც კი შეეძლოთ. ჩართული იყვნენ კანონშემოქმედებაში, ჩართული იყვნენ აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაში, სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში, მედიის საქმიანობაში, ყველგან არის უცხო ქვეყნის ხელისუფლებების საცეცები ჩანერგილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან შატბერაშვილი – როდესაც ქართველი პენსიონერი ჯიბეში ხელს იყოფს, 350 ლარი და თან სესხი აქვს, უპრეცედენტო შედეგებზე პროპაგანდა და რეალობა აღარ ემთხვევა, ამიტომ დგამენ სპექტაკლს, ბოლოს გვეტყვიან, რომ საქართველოში მაღალ ფასებზე “დიფ სტეიტი” მუშაობს

არჩილ გორდულაძე – კობახიძემ როგორც კი სრული კონტროლი ხელში აიღო, ყველა თემას მიადგა, მათ შორის ფასებს – ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და სხვები თურმე საკუთარ ჯიბეზე უფრო ზრუნავდნენ – მათი და „ნაცების“ საერთო ბიზნესების და პიარდაზღვევების დალაგებაზე