შალვა პაპუაშვილი – 2023 წელს პარლამენტის 65 პლენარული სხდომიდან 10-ს ოპოზიციამ, სხვადასხვა კონფიგურაციით, ბოიკოტი გამოუცხადა – ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ ნდობის ჯგუფის არცერთ შეხვედრას არ დასწრებია

2023 წელს საქართველოს პარლამენტის 65 პლენარული სხდომიდან 10-ს ოპოზიციამ, სხვადასხვა კონფიგურაციით, ბოიკოტი გამოუცხადა – ამასთან, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ ნდობის ჯგუფის არცერთ შეხვედრას არ დასწრებია,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში ანგარიშით წარდგენისას განაცხადა.
პაპუაშვილმა დაასახელა რამდენიმე კანონი, რომლებიც, მისი თქმით, მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდისთვის გადამწყვეტია და აღნიშნა, რომ მსგავსი კანონების განხილვის პროცესში ოპოზიციას მონაწილეობა თითქმის არ მიუღია.
„2023 წელს საქართველოს პარლამენტის 65 პლენარული სხდომა ჩატარდა. 65 სხდომიდან 10-ს, რაც სხდომების 15%-ს შეადგენს, ოპოზიციამ, სხვადასხვა კონფიგურაციით, ბოიკოტი გამოუცხადა და არ დაესწრო. პლენარულ სხდომებზე საქართველოს პარლამენტმა 622 კანონი მიიღო. მიღებული კანონებიდან აღსანიშნავია ისეთი კანონები, როგორებიცაა „წყლის რესურსების მართვის შესახებ“, „სამრეწველო ემისიების შესახებ“, „ტურიზმის შესახებ“, „საჯარო შესყიდვების შესახებ“, „ელექტრონული კომერციის შესახებ“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, „თავდაცვის კოდექსი“, „პენიტენციური კოდექსი“, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებები. სამწუხაროდ, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ოპოზიციას ამგვარი კანონების განხილვაში თითქმის არ მიუღია მონაწილეობა. არადა სწორედ მსგავსი საკითხებია, რომელიც სინამდვილეში გადამწყვეტია ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდისთვის და ევროკავშირთან ჩვენი არსებითი დაახლოებისთვის“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ის, რომ ნდობის ჯგუფის 14 შეხვედრიდან არცერთს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი არ დასწრებია, აჩვენებს, „რამდენად რეალურია ოპოზიციის ინტერესი უსაფრთხოების სფეროზე ზედამხედველობის მიმართ“.
„65 პლენარული სხდომიდან თითქმის ნახევარზე, 30 პლენარულ სხდომაზე მოხდა პარლამენტის მიმართ ანგარიშვალდებული უწყებების მოსმენა. კერძოდ, 2023 წელს პარლამენტში გაიმართა პრემიერ-მინისტრის 2, მინისტრების 18 და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული უწყებების წარმომადგენლების 10 მოსმენა. საანგარიშო პერიოდში უწყებებში გაიგზავნა საქართველოს პარლამენტის 48 წევრის მერ დასმული 3 ათასამდე კითხვა. ზოგადი საზედამხედველო ინსტრუმენტების გარდა, ნდობის ჯგუფის 14 შეხვედრის ფარგლებში ნაყოფიერად გაგრძელდა თავდაცვა- უსაფრთხოების სფეროს უწყებების საპარლამენტო ზედამხედველობა. აქაც აღსანიშნავია, რომ ნდობის ჯგუფის არცერთ შეხვედრას არ დასწრებია ნდობის ჯგუფის ოპოზიციონერი წევრი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“, რაც კარგად აჩვენებს, საჯარო, თუ უცხოელ პარტნიორებთან მუდმივი ჩივილის მიღმა, რამდენად რეალურია ოპოზიციის ინტერესი უსაფრთხოების სფეროზე ზედამხედველობის მიმართ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“