შალვა პაპუაშვილი – 12 დეპუტატი გახარიას პარტიიდან, გახარიას ჩათვლით “შატალოზე” იყო ერთი სესია, მიუხედავად ამისა, იღებდნენ პარტიულ დაფინანსებას, უსაქმურობაში, უსაქმურობას კი ქართველი ხალხი ვერ დაუშვებს – მათ მანდატები შეუწყდებათ

12 დეპუტატი გახარიას პარტიიდან, გახარიას ჩათვლით, “შატალოზე” იყო ერთი სესია, აცდენდა ყველა სხდომას, არ ვაძლევდით დეპუტატის ხელფასს, თუმცა ისინი იღებდნენ პარტიულ დაფინანსებას უსაქმურობაში. უსაქმურობას ქართველი ხალხი ვერ დაუშვებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „გახარია საქართველოსთვის“ მხრიდან ლეგიტიმაციის არაღიარება ფარსია, ვინაიდან, მისივე შეფასებით, ეს იგივეა, „ადამიანი იდგეს შუქნიშანთან და არ აღიარებდეს შუქნიშანს“.
„უკვე დადგა ის გარემოება, როდესაც სესიის დასრულების შემდეგ განხილული იქნება მათთვის მანდატების შეწყვეტა და მათ შეუწყდებათ მანდატები. ვერაფერს გამოასწორებენ, საკმარისი გაცდენები აქვთ. რაც შეეხება შემდეგ თორმეტეულს, ეს მათი გადასაწყვეტია მოიქცევიან ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, უცხოელების კარნახით, თუ აიღებენ ხელში იმ მანდატს, რომელიც მათმა ამომრჩეველმა მიანიჭა.
ლეგიტიმაციის არაღიარება არის ფარსი, ეს იგივეა, ადამიანი იდგეს შუქნიშანთან და არ აღიარებდეს შუქნიშანს, ამბობდეს, რომ არ არსებობს. რეალობა არის რეალობა. თავის ფანტაზიის სამყაროში რომ ცხოვრობენ, სამედიცინო ენაზე სხვა სახელი ჰქვია. თორმეტი დეპუტატი გახარიას პარტიიდან, გახარიას ჩათვლით “შატალოზე” იყო ერთი სესია, აცდენდა ყველა სხდომას, მიუხედავად ამისა, იღებდნენ პარტიულ დაფინანსებას, არ ვაძლევდით დეპუტატის ხელფასს, თუმცა ისინი იღებდნენ პარტიულ დაფინანსებას უსაქმურობაში. უსაქმურობას ქართველი ხალხი ვერ დაუშვებს, ამის სათანადო ბერკეტები არსებობს კანონმდებლობაში“,-აღნიშნა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – ალეკო ელისაშვილი კი არა, დიმიტრი გელოვანი ვერ შეცვლის ამომრჩეველთა განწყობას, რომ 4 ოქტომბრის არჩევნები რუსული სპეცოპერაციაა და ივანიშვილისთვის ლეგიტიმაციის მიცემას ემსახურება

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების საქმის პროკურორი – იმის თქმა, რომ მტკიცებულება საქმეში არ არის, დაუსაბუთებელი პოზიციაა – ყველა საგამოძიებო ვერსია შემოწმდება, მათ შორის ჯუანშერ ბურჭულაძის ქმედებებიც იქნება შეფასებული