შალვა პაპუაშვილი ჯო უილსონის მიერ სალომე ზურაბიშვილის ტრამპის ინაუგურაციაზე მიწვევაზე – სხვის ინაუგურაციაზე სხვის მიერ დაპატიჟება ცოტა უცნაური ქმედებაა – ტრამპს თუ ვინმეს მოწვევა სურს, მგონი მას არ მოერიდებოდა

ჩემი აზრით, სხვის ინაუგურაციაზე სხვის მიერ დაპატიჟება ცოტა უცნაური ქმედება არის, – ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ სალომე ზურაბიშვილის -ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მიწვევა.
პაპუაშვილის განცხადებით, „ტრამპს თუ ვინმეს მოწვევა სურს, მგონი მას არ მოერიდებოდა“.
„ჩემი აზრით, სხვის ინაუგურაციაზე სხვის მიერ დაპატიჟება ცოტა უცნაური ქმედება არის. ამიტომ, იმედი მაქვს, ეს უცნაურობებიც წარსულს დარჩება. მგონი, ეს ინაუგურაცია იცით ვისი ინაუგურაციაც არის და ტრამპს თუ ვინმეს მოწვევა სურს, მგონი მას არ მოერიდებოდა“,-განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ამერიკელმა კონგრესმენმა და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მიიწვია. ამის შესახებ ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„მოხარული ვარ მოვიწვიო პრეზიდენტი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერი საქართველოში“, – წერს უილსონი.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)