შალვა პაპუაშვილი – ხომ უნდოდათ გამოძიება?! – ა, ბატონო, მიიღეს და თუ რამე მტკიცებულება აქვთ, შესაბამის ორგანოებში წარადგინონ, თუ არა აქვთ, საზოგადოება მათ ჭორიკანა პოლიტიკოსებად შეაფასებს

ხომ უნდოდათ გამოძიება?! – ა, ბატონო, მიიღეს გამოძიება და თუ რამე მტკიცებულება აქვთ, შესაბამის ორგანოებში წარადგინონ, ხოლო თუ მტკიცებულება არა აქვთ, საზოგადოება მათ ჭორიკანა პოლიტიკოსებად შეაფასებს, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებაზე დასმულ კითხვას.
პაპუაშვილის თქმით, „ოპოზიცია შეეჩვია, რომ რაღაც ზეპირ ბრალდებებს გამოუშვებს, ქვეყანას რეპუტაციულ ზიანს მიაყენებენ, სთვის ძირის გამოთხრას ცდილობენ და შემდეგ ფეხი-ფეხზე გადაიდებენ და ხარობენ, თუ როგორ ვისმენთ სხვადასხვა განცხადებას ერთი თუ მეორე ქვეყნიდან“.
„კეთილი ინებონ და თუ აქვთ რაიმე საფუძველი ბრალდებებზე, რასაც საკუთარ ქვეყანას უყენებენ, მტკიცებულებები შესაბამისს ორგანოებში წარადგინონ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც თანაცხოვრების პერიოდში უკანონოდ მოიპოვა და შეინახა მეუღლის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ვიდეო ჩანაწერი, რომელიც შემდეგ სოციალური ქსელით სხვა პირს გაუგზავნა

თაზო დათუნაშვილი – საზოგადოებისთვის ახალაიას იმდენი აქვს დაშავებული, რომ ეს შემდგარი მონსტრის პროფილია და მისი მორგება შეიძლება ბევრ რამეზე, მათ შორის, ამ გადატრიალების მცდელობაზე თუ 4 ოქტომბრის უაზრო ავანტიურაზე, მაგრამ მტკიცებულებები სუსტია