შალვა პაპუაშვილი – ხდება ის, რაც ყოველთვის ხდებოდა – ოპოზიციას არანაირი ლიდერი არ ჰყავს, ოპოზიციის ლიდერი არის ქვეყნის გარეთ – სრულად მარიონეტები არიან

ხდება ის, რაც ყოველთვის ხდებოდა – ოპოზიციას არანაირი ლიდერი არ ჰყავს, ოპოზიციის ლიდერი არის ქვეყნის გარეთ – სრულად მარიონეტები არიან იმისა, თუ რას ეტყვიან გარედან მათ ქცევასთან დაკავშირებით, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის დასმულ შეკითხვას, რომელიც ოპოზიციურ სპექტრში თვითმმართველობის არჩევნების შესახებ არსებულ შეუთანხმებლობას შეეხებოდა.
მისი თქმით, ოპოზიციას საკუთარი ნება არ გააჩნია.
„ხდება ის, რაც ყოველთვის ხდებოდა – ოპოზიციას არანაირი ლიდერი არ ჰყავს, ოპოზიციის ლიდერი არის ქვეყნის გარეთ. სრულად გარედან იმართებიან – სრულად მარიონეტები არიან იმისა, თუ რას ეტყვიან გარედან მათ ქცევასთან დაკავშირებით. არანაირი საკუთარი ნება მათ არ გააჩნიათ. შესაბამისად, მათი საუბრიდან გამომდინარე კომენტარის გაკეთება რთულია. მნიშვნელოვანია, ჩვენ დავაკვირდეთ რას საუბრობენ უცხოელი პოლიტიკოსები თუ სხვადასხვა დონორი, ვინაიდან ისინი წყვეტენ მათ პოლიტიკურ დღის წესრიგს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“ – აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 600 საათამდე ან პატიმრობას 3 წლამდე ვადით

ვახტანგ ძაბირაძე: ის, რაც ქალბატონმა მაკა ბოჭორიშვილმა ილაპარაკა, ეს არა თუ ხელისუფლების წარმომადგენელმა, არამედ ნებისმიერმა ქართველმა სადმე შეიძლება თქვას. მხედველობაში მაქვს ის, რომ საქართველოს კარგი გეოგრაფია აქვს და ასე შემდეგ