– ძალადობის მიმართ სოლიდარობა ძალადობის წაქეზებაა – კატასტროფაა, რომ ევროკავშირის დროშით, დღეს, სიძულვილი და ძალადობა ითესება

ძალადობის მიმართ სოლიდარობა, შემდგომი ძალადობის წაქეზებაა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე წერს.
“ძალადობის მიმართ სოლიდარობა, შემდგომი ძალადობის წაქეზებაა” – ვთქვი რამდენიმე დღის წინ, როდესაც ევროკავშირის ელჩმა, პოლიციელზე თავდამსხმელს, დემონსტრაციულად, სოლიდარობა გამოუცხადა. ეს გაფრთხილება ზუსტად ორ დღეში ახდა.
კატასტროფაა, რომ ევროკავშირის დროშით, დღეს, სიძულვილი და ძალადობა ითესება”, – წერს შალვა პაპუაშვილი და აზიარებს კადრებს.

ასევე დაგაინტერესებთ

წულუკიანი: როგორც ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ზოგ სახელმწიფოს არ მოსწონს, ასევე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენი ეკლესიის დამოუკიდებლობა შესაძლოა რაღაც ძალებს არ მოსწონდეთ, ამიტომ დიდი სიფრთხილით უნდა მოვიქცეთ