შალვა პაპუაშვილი ცესკოს განცხადებაზე საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლასთან დაკავშირებით – ძალიან შემაშფოთებელი ფაქტია, მაგრამ ოპოზიციის სტილი ეს არის, რომ ადამიანებზე ჰქონდეს ზეწოლა

პარლამენტის თავმჯდომარე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის იმ განცხადებას აფასებს, რომლის თქმითაც, ადმინისტრაციის ზოგიერთმა თანამშრომელმა მიიღო სატელეფონო შეტყობინებები, რომლითაც მოუწოდებენ მათ, უარი თქვან ს ორგანიზებაში მონაწილეობაზე, დატოვონ სამსახური და ამის შესახებ საჯარო განცხადება გააკეთონ.
როგორც პაპუაშვილი აცხადებს „ეს არის ძალიან შემაშფოთებელი ფაქტი. მნიშვნელოვანია, რომ ამით დაინტერესდნენ მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოები, ვინაიდან ეს არის ზეწოლა საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე“.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის და იხსენებს 2020 წლის არჩევნებს, როდესაც მათ შორის, იმდროინდელ ს თავმჯდომარეზე, თამარ ჟვანიაზე ფარული თუ ღია ბულინგი მიმდინარეობდა.
„ეს ახალი ხომ არ არის, გაიხსენეთ 2020 წელი, არჩევნების წინაც და არჩევნების შემდეგ როგორი ზეწოლა იყო მაშინ ცესკოზე. მათ შორის, მაშინდელ ცესკოს თავმჯდომარეზე, ქალბატონ ჟვანიაზე იყო პირდაპირი, როგორც ფარული, ისე ღია ბულინგი მის წინააღმდეგ. ოპოზიციის სტილი ეს არის, რომ ადამიანებზე ჰქონდეს ზეწოლა. ერთის მხრივ, კარგია, რომ ეს გასაჯაროვდა და ყველაზე კარგი წამალი არის ყველა ამ ფაქტის გასაჯაროება. ყველა უნდა იქნას მხილებული, თუკი ასეთი ზეწოლა ხდება და ვფიქრობ, სამართალდამცავი ორგანოებიც უნდა დაინტერესდნენ ამ საკითხით“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ცესკო-ს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლა ხორციელდება. მისივე განმარტებით, ადმინისტრაციის თანამშრომლების ნაწილმა სატელეფონო შეტყობინებები მიიღეს, რომლითაც მათ მოუწოდებენ, უარი თქვან არჩევნების ორგანიზებაში მონაწილეობაზე, სამსახური დატოვონ და ამის შესახებ საჯარო განცხადება გააკეთონ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – აგენტურის მთავარი დაპირება ტექნიკური მთავრობა ყოფილა, ზურაბიშვილმა გვამცნო – მან დაადასტურა, რომ სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიები საერთო პატრონის დავალებებით მოქმედებენ