შალვა პაპუაშვილი – ჩვენ საქართველოსგან ვქმნით ხიდს ევროპასა და აზიას შორის, ოპოზიციას უნდა, რომ საქართველო იყოს ბორანი, რომელზეც ვისაც უნდა მოგვაწვება და ერთი ნაპირიდან მეორეში გადაგვაყვანინებს თავს – ეს არ არის ჩვენი ფუნქცია

ჩვენ საქართველოსგან ვქმნით ხიდს, რომელიც იქნება ეკონომიკური ხიდი ევროპასა და აზიას შორის, ამ ფუნქციის შესასრულებლად ჩინეთი არის ქვაკუთხედი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველო ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება როგორც ევროკავშირთან, ასევე ჩინეთთან.
„მთელი ჩვენი 30-წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში, ვსაუბრობდით განსაკუთრებულ როლზე საქართველოსი, როგორც დამაკავშირებლის ევროპისა და აზიის. ვინ არის ევროპა და ვინ არის აზია? ევროპა ცხადია, არის ევროკავშირი და აზია არის უპირველეს ყოვლისა ჩინეთი. ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება როგორც ევროკავშირთან, ასევე, ჩინეთთან. ეს არის სწორედ ფუნქცია ხიდის. ჩვენს ოპოზიციას უნდა, რომ ჩვენ ვიყოთ ბორანი, რომელზეც მერე ვისაც უნდა მოგვაწვება და ერთი ნაპირიდან მეორეზე გადაგვაყვანინებს თავს. ეს არ არის ჩვენი ფუნქცია, რომ ჩვენ სატელიტები ვიყოთ და ბორანის ფუნქცია გვქონდეს, საიდანაც დაუბერავს ნიავი იმის მიხედვით გადაგვწიონ და შეკვეთებით ვიაროთ ერთი ნაპირიდან მეორეზე. ჩვენ საქართველოსგან ვქმნით ხიდს, რომელიც იქნება ეკონომიკური ხიდი ევროპასა და აზიას შორის, ამ ფუნქციის შესასრულებლად ჩინეთი არის ქვაკუთხედი”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო გოცირიძე – როდესაც ლილუაშვილი ქვეყანას აქცევდა, საპარლამენტო უმრავლესობა სად იყო? ნდობის ჯგუფთან შეხვედრებზე მუდმივად ტაშის ცემა იყო – ყურში ჩაჩურჩულების პოლიტიკაა, როგორც ჩანს, ივანიშვილი დაარწმუნეს, რომ ლილუაშვილი არ მოიქცა სწორად

პროკურატურა გიგა ავალიანის საქმეზე – პროკურატურა კვლავ გამოთქვამს მზაობას, შეხვდეს დაზარალებულ მხარეს და განუმარტოს თითოეული საგამოძიებო მოქმედების და დაკავებული პირების ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ