შალვა პაპუაშვილი – ჩვენ გვაქვს ერთადერთი ტრაექტორია – ეს არის ქვეყნის მშვიდობის და კეთილდღეობის ტრაექტორია, თუ ვინმეს ეს ტრაექტორია არ მოსწონს, უნდა გვითხრან!

ჩვენ გვაქვს ერთადერთი ტრაექტორია – ეს არის ჩვენი ქვეყნის მშვიდობის და კეთილდღეობის ტრაექტორია, თუ ვინმეს არ მოსწონს ეს ტრაექტორია, ეს უნდა გვითხრან!- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუხადა, რითაც უპასუხა საქართველოს ხელისუფლების ტრაექტორიის შესახებ კრიტიკას, მათ შორის ს მრჩევლის ტომ სალივანის განცხადებას.
პაპუაშვილმა გაიხსენა პარტნიორების რჩევები იმის შესახებ, რომ „საქართველო რუსეთთან ესკალაციაზე წასულიყო“, მათ შორის დაასახელა ევროპარლამენტის რეზოლუციები და ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებები.
„ზოგიერთი ჩვენი უცხოელი მეგობრის რჩევა 2022 წელს იყო, რომ წავსულიყავით ესკალაციაზე რუსეთთან. დადასტურდა, რომ ეს გზა მიგვიყვანდა ესკალაციამდე, ეკონომიკურ კატასტროფამდე და ომამდე. მათი რჩევები, მათი რჩევებია, ჩვენი ტრაექტორია არის მშვიდობის ტრაექტორია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, უპასუხისმგებლობაა, როდესაც ქვეყანას ესკალაციაში შესვლას ურჩევ იმ სახელმწიფოსთან, რომელსაც მისი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული.
„როდესაც სანქციებზე ვსაუბრობთ, ეს არის ესკალაცია მეორე ქვეყანასთან – როდესაც ერთი ქვეყანა მეორეს ეუბნება, რომ ესკალაციაზე მიდის. როდესაც მოგვიწოდებენ ესკალაციისკენ სანქციებით, მებრძოლების გაგზავნით, იარაღის მიწოდებით, ცის ჩაკეტვით, ეს, რა თქმა უნდა, ესკალაციის სპირალში შეგვიყვანდა. ესკალაციის სპირალში კი ამის მართვის შესაძლებლობა არავის აქვს. საქმეც ისაა, რომ წარსულმა გვასწავლა, რომ ამ ესკალაციის ბოლოს გარანტირებულად იქნებოდა ეკონომიკური კოლაფსი. დათვლილია და 18%-იანი ეკონომიკური ვარდნა იქნებოდა, თუ სანქციებს მივუერთდებოდით ს წინააღმდეგ; დიდი ალბათობით იქნებოდა ასევე პირდაპირი სამხედრო დაპირისპირება რუსეთთან. ამაზე ჩვენ დახურული კარს მიღმაც ვეუბნებოდით ყველას, რომ ქვეყანას, რომლის ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ და სადაც მთავარი მაგისტრალიდან 500 მეტრში რუსეთის რეგულარული არმიაა განთავსებული, მოსთხოვო, ესკალაციაზე წავიდეს, ეს უპასუხისმგებლობაა. ამიტომ ვიმოქმედეთ არა სხვების რჩევით და ინტერესებით, არამედ ქართველი ხალხის ინტერესებით. დავუჯერეთ ქართველ ხალხს და არ დავუჯერეთ სხვას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, -ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მრჩეველმა ტომ სალივანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკვე გარკვეული პერიოდია, რაც შეშფოთებულები არიან იმ ტრაექტორიით, რომლითაც პარტია „ქართულ ოცნებას“ თავისი ქვეყანა მიჰყავს. როგორც სალივანმა აღნიშნა, „ოცნების“ ეს ტრაექტორია ქართველ ხალხს დასავლეთთან, ევროკავშირთან და პოტენციურად ნატო-სთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციასთან აშორებს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „მაკკეინის ინსტიტუტის“ დასკვნა არის ლუსტრაცია, როგორ იგეგმება არეულობები, პირდაპირ დებს სცენარს, რომ იქნება პროტესტი დამკვირვებლების მიერ არჩევნების შედეგების აღიარების მიუხედავად

მამუკა მდინარაძე -კახეთის ისტორია არის სამშობლოსთვის ბრძოლის და გმირობის ისტორია, მამულის, ენის და სარწმუნოებისათვის ბრძოლის ისტორია – ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, ცივილიზებულ სამყაროშიც ამ გამოწვევის წინაშე ვიქნებოდით

შალვა პაპუაშვილი – „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილმა ხელმძღვანელმა ელენე ნიჟარაძემ ყალბი პარალელური დათვლის შედეგების გავრცელებით კინაღამ ააყირავა მდგომარეობა საქართველოში, ახლა მოკალათებულია ევროპულ ორგანიზაციაში და კარიდან გაშვებული, ფანჯრიდან გვიძვრება უკან