შალვა პაპუაშვილი: ჩვენი მოქალაქეები გვჭირდება საქართველოში

„ჩვენი მოქალაქეები გვჭირდება საქართველოში“ – ასე უპასუხა შალვა პაპუაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების  მხრიდან 75 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემის დროებით შეჩერებასთან დასმულ კითხვას.

“ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ „90-იანი წლების პერიოდში განსაკუთრებით დიდი ადამიანური და ინტელექტუალური რესურსი გაედინა საქართველოდან, რომელიც დღეს აშენებს და ავითარებს სხვა ქვეყნების კეთილდღეობას და საზოგადოებას“.

მისივე თქმით, აღნიშული გადაწყვეტილება, თუ რა საიმიგრაციო პოლიტიკა აქვთ მათ, ნებისმიერი ქვეყნის შიდა პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია.

მათი გადასაწყვეტია. საუბარი არ არის ტურისტულ ვიზებზე, სხვა კატეგორიის ვიზებზე, საუბარია საიმიგრაციო ვიზებზე. ეს არის ნებისმიერი ქვეყნის შიდა პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი, თუ რა საიმიგრაციო პოლიტიკა აქვს მას.

ვიცით, რომ -ს ახალ ადმინისტრაციას აქვს რადიკალურად სხვა შეხედულებები და წინა ადმინისტრაციებსაც, ამ პოლიტიკის განხორციელებაა. ჩვენი მოქალაქეები რომ დარჩნენ საქართველოში ეს არის პრიორიტეტი. ჩვენი ქვეყანა წინ მიდის და მნიშვნელოვანია ყველა მოქალაქე ჩართული იყოს ქვეყნის განვითარებაში“,- აამბობს პაპუაშვილი. 

პაპუაშვილის თქმით, სიცრუეა, რომ თითქოს, იმ ქვეყნებს რომელსაც საიმიგრაციო ვიზების გაცემა უჩერდებათ, -თან სტრატეგიული პარტნიორობა არ აქვს.

„ტყუილია, რასაც ამბობთ, თითქოს, იმ ქვეყნებიდან, რომელსაც ეხება, ლამის ნახევარი დედამიწაა, სტრატეგიული პარტნიორობა არ აქვს აშშ-თან. სომხეთია ამ სიაში და სტრატეგიული პარტნიორობა აქვს.

გარწმუნებთ, ჩვენი პოლიტიკა არ განაპირობებს პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკას მიგრაციის საკითხში, ვენესუელასთან, გრენლანდიასთან დაკავშირებით. არცერთ ამ საკითხზე ჩვენი პოლიტიკა არაფერ შუაშია“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი 75 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვისაც ვიზების გაცემას აჩერებს.