შალვა პაპუაშვილი – ჩვენი მიზანი უნდა იყოს არა მოლაპარაკებების სწრაფად გახსნა, არამედ მოლაპარაკებების სწრაფად დახურვა – თუკი ევროკავშირში პოლიტიკური გადაწყვეტილება მომწიფდება, შეუძლიათ დღესვე გაგვიხსნან მოლაპარაკება

ჩვენი მიზანი უნდა იყოს არა ევროკავშირთან მოლაპარაკებების სწრაფად გახსნა, არამედ მოლაპარაკებების სწრაფად დახურვა. ამას უნდა შევხედოთ გრძელვადიან პერსპექტივაში , – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
პაპუაშვილის შეფასებით, გამოჩნდა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, მართალი და სწორი პოლიტიკა ჰქონდა საქართველოს ხელისუფლებას და გამოჩნდა, რომ ოპოზიცია და ზოგიერთი აქტივისტთა ჯგუფი ამ მიზნის საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ.
„ამ ანალიზს თუ გავყვებით და საქართველოს ხელისუფლება თუ ასე გააგრძელებს, ხელისუფლება წარმატებით დაიწყებს ამ საკითხებზე მუშაობას. ერთადერთი რისი შიშიც მაქვს, გამომდინარე იქიდან, რომ წინა საარჩევნო პერიოდი გვექნება, ოპოზიცია და ზოგიერთი პოლიტიზებული არასამთავრობო ორგანიზაცია კიდევ უფრო გააფთრებულად შეეცდება რადიკალური დღის წესრიგის შემოტანას, კიდევ უფრო გააფთრებულად შეეცდება ყველანაირად დაანახოს ევროკავშირს ქვეყნის შიგნით განხეთქილება. ამას აკეთებდნენ წლინახევრის განმავლობაში და ვერ შეძლეს. იმედი მაქვს, ვერც ამის შემდეგ შეძლებენ.
რაც შეეხება, ასევე მოლაპარაკებების გახსნას, ჩვენი მიზანი უნდა იყოს არა მოლაპარაკებების სწრაფად გახსნა, არამედ მოლაპარაკებების სწრაფად დახურვა. ამას უნდა შევხედოთ გრძელვადიან პერსპექტივაში. სხვათა შორის, ასოცირების შეთანხმებაზე მოლაპარაკებები ევროკავშირმა თავის დროზე საქართველოსთან დაიწყო 3 წლით გვიან, ვიდრე სთან, მაგრამ უკრაინასთან შედარებით მალე დავხურეთ ეს მოლაპარაკებები. პარლამენტის ფოკუსი იქნება ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე, იმიტომ, რომ მაშინ, როდესაც ევროკავშირი იქნება მომწიფებული, რომ მიიღოს გადაწყვეტილება მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით, მალევე დავხუროთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე მოსაზრებით, დღესაც, ობიექტურად საქართველო, უკრაინა , ბოსნია-ჰერცეგოვინა და სხვა მოქმედ კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო არის ლიდერი.
„დღესაც, რომ ავიღოთ და ობიექტურად შევადაროთ, საქართველო, უკრაინა , ბოსნია-ჰერცეგოვინა და ბევრი მოქმედი კანდიდატი ქვეყანა საქართველო არის ლიდერი. თუკი ევროკავშირში პოლიტიკური გადაწყვეტილება მომწიფდება, შეუძლიათ დღესვე გაგვიხსნან მოლაპარაკება“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?