შალვა პაპუაშვილი – შობის თარიღთან დაკავშირებით „ენჯეო“ სექტორი და ოპოზიცია ანტიევროპულ მინდორზე შევიდა, დააპირისპირეს ორი თარიღი, მილიონობით მორწმუნეს გვითხრეს, რომ 7 იანვარს რუსულ დღესასწაულს აღვნიშნავთ

შობის თარიღთან დაკავშირებით „ენჯეო“ სექტორი და ოპოზიცია ანტიევროპულ მინდორზე შევიდა, დააპირისპირეს ორი თარიღი, მილიონობით მორწმუნეს გვითხრეს, რომ 7 იანვარს რუსულ დღესასწაულს აღვნიშნავთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სამების ტაძარში მომხდარი ინციდენტის პარალელურად, ვითარდებოდა ხაზი შობის თარიღთან დაკავშირებით და აქ „ენჯეო“ სექტორი და ოპოზიცია აბსოლუტურად ანტიევროპულ მინდორზე შევიდა. მისი თქმით აქედან ერთი ნაბიჯიღაა დარჩენილი, რომ მართლმადიდებლური სარწმუნოებაც გამოაცხადონ რუსულ სარწმუნოებად.
„მათ, ფაქტობრივად, დააპირისპირეს ეს ორი თარიღი ასე, რომ 25 დეკემბერი ეს არის ევროპა, 7 იანვარი კი თითქოს, არის . აქედან ერთი ნაბიჯიღაა დარჩენილი, რომ მართლმადიდებლური სარწმუნოებაც გამოაცხადონ რუსულ სარწმუნოებად. ამას სერიოზულად უნდა შეხედოს საზოგადოებამ. ფაქტობრივად, გაუგონარი რაღაც ხდებოდა. რეალურად, მილიონობით მორწმუნეს, თქვენ, მე და სხვებს გვითხრეს, რომ 7 იანვარს აღვნიშნავთ რუსულ დღესასწაულს. სხვათა შორის, გარდა იმისა, რომ ამას კანდელაკი და სხვა ოპოზიციონერები ამბობდნენ, მათ შორის, ეს განცხადება გააკეთა ბატონმა ბექა მინდიაშვილმა, რომელიც არის სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი. ამიტომ, მე სახალხო დამცველსაც მინდა, მივმართო, როდესაც ტოლერანტობის ცენტრს ხელმძღვანელობს ადამიანი, რომელმაც საჯაროდ განაცხადა, რომ 7 იანვარს შობის აღნიშვნა ეს არის ანტიდასავლური სიბრიყვე, ხუშტური და ბოღმა, როგორ იღებს ამას, მათ შორის ლევან იოსელიანი, როგორც ქრისტიანი ადამიანი? მასაც იგივე შეურაცხყოფა მიაყენა, როგორც თქვენ, მე და მილიონობით ქართველ მორწმუნეს, როდესაც გვითხრა, რომ 7 იანვარს აღვნიშნავთ არა ქრისტესშობას, არამედ ფაშისტურ რაღაც დღესასწაულს, რომელიც არის ანტიდასავლური სიბრიყვე. ის, სიტყვასიტყვით ამას ამბობდა და ამას გვეუბნება ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს პარლამენტს აქვს საპარლამენტო ომბუდსმენის სისტემა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტს არ მიადგეს არანაირი ჩრდილი და მათ ჰქონდეთ ამ ფაქტთან დაკავშირებით შესაბამისი რეაგირება.
„ამიტომ, მე საჯაროდ მივმართავ სახალხო დამცველს, არ ვიცი ეს ტოლერანტობის ცენტრის შინაარსი და შემადგენლობა რა არის, მაგრამ როდესაც მას ხელმძღვანელობს ადამიანი, რომელიც რელიგიურ შეუმწყნარებლობას იჩენს და რომელიც, პირდაპირ ანტიევროპული რადიკალიზმით არის დაკავებული და ეს მისი ერთადერთი განცხადება არ არის. ის გამოირჩევა ქართული ეკლესიის, მათ შორის, პატრიარქის მიმართ მტრული რიტორიკით. რა თქმა უნდა, ეს სახალხო დამცველის ინსტიტუტსაც აყენებს ჩრდილს. ჩვენ გვაქვს საპარლამენტო ომბუდსმენის სისტემა და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორც პარლამენტისთვის, რომ საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტს არ მიადგეს არანაირი ჩრდილი, ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ ამ ფაქტზე მას შესაბამისი რეაგირება ექნება. ამ ისტერიამ რაც შეიქმნა ხატთან და შობის თარიღთან დაკავშირებით მიგვიყვანა იქამდე, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ადამიანმა გაბედა და ეკლესიაში შეურაცხყო ხატი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა