შალვა პაპუაშვილი – შიდა ტერორისტული ჯგუფი გვყავს, რომელთაც ღამე ეწყებათ ემოციური გაღიზიანება, ვხედავთ მათ მოძრაობას ქუჩაში – დილით, ღმერთის წყალობით, მშვიდად არიან, თუმცა ღამე უნდა ვერიდოთ, რადგან გამწვავებები ემართებათ

შიდა ტერორისტული დაჯგუფებაა, რომელთა გაცხადებული მიზანიც არის ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლა, – ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა 4 ოქტომბერს, ს დღეს დაანონსებული „ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობის“ იდეა.
როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, „ამ ადამიანებს ღამე უნდა ვერიდოთ იმიტომ, რომ ღამღამობით ემოციური გაღიზიანება და გამწვავებები ემართებათ“.
„ვხედავთ, რომ ნულოვანი მხარდაჭერა არის მათ მიმართ. არის ადამიანების მარგინალიზებული ჯგუფი, რომელთაც არაფერი აქვთ, გარდა იმისა, რომ ისტერია, ბოღმა, ძალადობა, შეურაცხყოფა ანთხიონ. ის, რასაც პრეზიდენტი ტრამპი ეძახის „შიდა ტერორიზმს“, ასეთი შიდა ტერორისტული ჯგუფი გვყავს ადამიანების, რომელთაც ღამე ეწყებათ ემოციური გაღიზიანება, ვხედავთ მათ მოძრაობას ქუჩაში. დილით ღმერთის წყალობით, მშვიდად არიან და ქვეყანას შეუძლია მშვიდად იცხოვროს, თუმცა, ღამე უნდა ვერიდოთ იმიტომ, რომ ღამღამობით გამწვავებები ემართებათ. ეს შიდა ტერორისტული დაჯგუფებაა, რომელთა გაცხადებული მიზანიც არის ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლა. მათ გაცხადებული აქვთ, რომ ისინი უარს ამბობენ დემოკრატიულ გზაზე. მათი დიდი ნაწილი ფორმალურადაც ჩაეხსნა არჩევნებს, არ მონაწილეობენ, მეორე ნაწილი ფორმალურად მონაწილეობს, თუმცა ესეც ამ გეგმის ნაწილია. შედეგი ნულოვანია მათთვის, რა თქმა უნდა, ხალხის მხარდაჭერის არავითარი იმედი არ აქვთ. თუმცა, ზუსტად ეს ღამის გამწვავებები, რასაც ვხედავთ, ესენი არიან ჩარლი კირკის მკვლელის იდეოლოგიის მატარებელი ადამიანები. ვნახეთ აქ, თუ რა რეაქციები ჰქონდათ ამ მკვლელობაზე, როგორ ქილიკობდნენ, გაუხარდათ. ეს არის იგივე ტერორისტული იდეოლოგია, რომელიც დღეს -ს პრობლემას უქმნის. ასე, რომ ამ შიდა ტერორისტების მხრიდან არაფერი გამორიცხული არ არის. ამიტომ, საზოგადოება ფხიზლად უნდა იყოს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ხელისუფლება „დეტალურად აკვირდება უცხოელების კონტაქტს ამ რადიკალებთან“.
მისიშეფასებით, მაგალითად, „ევროკავშირისელჩიიმალებადაარპასუხობსსაზოგადოებაშიარსებულკითხვებს“.
„ყველა ელჩი, ყველა უცხოელი, რომელიც მათ ხელს ართმევს საელჩოში, სახლში ეპატიება სადილზე, ვახშამზე თუ ასე შემდეგ, ნორმალიზებას ახდენს რადიკალების და ექსტრემისტების. მათი თანამონაწილეობა იქნება, თუკი რაიმე ძალადობრივი ქმედება მოხდა ამ შიდა ტერორისტული დაჯგუფების მხრიდან. კიდევ ერთხელ მინდა მივმართო უცხოელებს, რომლებიც საქართველოში არიან, დიპლომატური თუ არადიპლომატიური მისიებით, ამ ჯერზე ისინი პასუხისმგებლობას ვერ აირიდებენ. გვახსოვს შარშან დეკემბერში მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობოების ძალადობრივი თავდასხმები პოლიციაზე, ცეცხლის წაკიდება და ა .შ. დღემდე დუმილია, არცერთს გაუკიცხავს ეს ძალადობა. ამ შიდა ტერორისტების დაფინანსებაში იხარჯებოდა ევროკავშირის ფული და დღემდე ერთი განცხადებაც არ გვაკადრა ევროკავშირის ელჩმა. ქართველი ხალხი ღელავს, ფიქრობს, როგორ იხარჯებოდა ევროკავშირის ფული. ევროკავშირის ელჩი დამალულია თავის საელჩოში და კითხვებს, რომელიც საზოგადოებს აქვს, არ პასუხობს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
მან უცხოელებს მოუწოდა, პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ თანხებს, ასევე მათ კომუნიკაციას თუ შეხვედრებს.
„ტერორისტებთან, რადიკალებთან, ექსტრემისტებთან შეხვედრების “გატარებას” პირადად არ ვაპირებ და ყოველ ჯერზე იქნება ამის მხილება“,- განაცხადა პაპუაშვილმა.