შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ იგნაციო კასისს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და შვეიცარიას შორის ურთიერთობები ინტენსიურად ვითარდება, როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეზე, რასაც ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლაც ადასტურებს. მათივე ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა შვეიცარულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ასევე, ხაზგასმით აღნიშნა შვეიცარიის, როგორც შუამავლის მნიშვნელოვანი როლი, თბილისსა და მოსკოვს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ.
„მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესზე, ასევე, სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებაზე. იგნაციო კასისმა გამოხატა საქართველოს შემდგომი მხარდაჭერის მზაობა. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და პარლამენტის წევრი ქეთევან ჩარკვიანი შედიან“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპის ქვეყნები, იაპონია და კანადა – უმკაცრესად ვგმობთ ირანის მიერ ბოლო დროს განხორციელებულ თავდასხმებს სპარსეთის ყურეში შეუიარაღებელ კომერციულ გემებზე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივ დახურვას

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი – კვირის მსახურება დაიწყება 09:00 საათზე, მეუფე შიო აღავლენს წირვას, მსოფლიო პატრიარქს 12:00 საათისთვის ველოდებით და წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას – ეს არის მისი გადაწყვეტილება