– ყოველი რადიკალი „ენჯეოს“ უკან, რადიკალი დონორი დგას

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ რადიკალური დღის წესრიგის უკან შვედეთის ხელისუფლების დაფინანსება დგას – შვედეთის პარლამენტის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ერიკ ოტოსონი კი ღიად მოუწოდებს მაიდნისკენ და რადიკალიზაციისკენ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე „ფეისბუქზე“ წერს და შვედეთის პარლამენტის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ერიკ ოტოსონის ინტერვიუს ნაწყვეტს აზიარებს, რომელიც 2024 წლის 11 ნოემბრით თარიღდება.
პაპუაშვილი თქმით, ყველა „რადიკალი „ენჯეოს“ უკან, რადიკალი დონორი დგას“.
„ყოველი რადიკალი „ენჯეოს“ უკან, რადიკალი დონორი დგას. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ რადიკალური დღის წესრიგის უკან შვედეთის ხელისუფლების დაფინანსება.
შვედეთის ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ერიკ ოტოსონი ღიად მოუწოდებს მაიდნისკენ და რადიკალიზაციისკენ. მის ამ განცხადებას, შვედეთიდან, არავინ გამიჯვნია“, – წერს პაპუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო