შალვა პაპუაშვილი – ყველამ უნდა ვუთხრათ ამ ევროპარლამენტარებს, რომ მათ სინამდვილეში არანაირი კავშირი არ აქვთ ევროპასთან – თუ აინტერესებთ ევროპა, ჩამოვიდნენ და ქართველი ხალხი აუხსნის

ყველამ უნდა ვუთხრათ ამ ევროპარლამენტარებს, რომ სინამდვილეში მათ არანაირი კავშირი არ აქვთ ევროპასთან. თუ აინტერესებთ ევროპა, ჩამოვიდნენ და ქართველი ხალხი აუხსნის, რას ნიშნავს ევროპა, მეგობრობა, ემპათია და გვერდში დგომა , – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ქართულმა საზოგადოებამ ნახა ის, თუ რა წნეხის ქვეშ იყო და დღემდე არის საქართველოს ხელისუფლება იმისთვის, რომ სანქციები დაუწესოს რუსეთს.
“ეს არის ყველაზე სკანდალური დოკუმენტი, რომელიც ჩვენ ბოლო ორ წელიწად-ნახევარში გვინახავს – მას შემდეგ რაც ომი დაიწყო ში. პირველად, დოკუმენტურად ვნახეთ, ფურცელზე, რომ ითხოვენ ჩვენგან, დავუწესოთ რუსეთს ორმხრივი სანქციები. აქამდე ეს ყველაფერი დახურულ კარს მიღმა, კაბინეტებში მიდიოდა, გარეთ ამაზე საუბარს გაურბოდა ყველა დასავლეთიდან, ზოგი კი უარყოფდა, რომ ამაზე საუბარი იყო ჩვენთან. სინამდვილეში, ქართულმა საზოგადოებამ ნახა ის, თუ რა წნეხის ქვეშ იყო და დღემდე არის საქართველოს ხელისუფლება იმისთვის, რომ სანქციები დაუწესოს რუსეთს.
ყველამ მშვენივრად იცის, ევროპარლამენტარებმა და ევროპელმა პოლიტიკოსებმა, რომ საქართველოს იოტისოდენა ზიანიც არ შეუძლია მიაყენოს ამ სანქციებით რუსეთს და ყველამ მშვენივრად იცის, რომ ერთადერთი, ვინც დაზარალდება, ეს იქნება ქართველი ხალხი, რომელსაც ისინი გაწირავენ. ის ხელისუფლება, ვინც ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, გაწირავდა საქართველოს სიღარიბისთვის, გაწირავდა იმისთვის, რომ ოჯახებში შემოსავალი არ იქნებოდა და იქნებოდა ეკონომიკური კატასტროფა საქართველოში.
ახლა ვსვამ კითხვას – ეს ხალხი, მათ შორის, ამ რეზოლუციაში და საჯაროდ რომ გამოდის და ქართველ ხალხს უცხადებს სოლიდარობას და ხელისუფლებას ვერ გვამჩნევს და ჩვენს გვერდის ავლით უყურებს, ქართველი ხალხია ვითომ მნიშვნელოვანი და მასზე ზრუნვა – ეს არის ზრუნვა? ამ ხალხის ეკონომიკური გასაჭირისთვის გაწირვა არის მეგობრობა? ამ ხალხის სავარაუდო გაწირვა რუსეთთან ესკალაციისთვის, რომლის ბოლოსაც შეიძლება სამხედრო კონფლიქტის რისკი იყოს, ასე ესმის მეგობრობა ზოგიერთ ევროპელ პოლიტიკოსს? ჩვენ ასე არ გვესმის და იმ პოლიტიკოსებს, რომლებსაც ეს ევროპა ჰგონიათ, უნდა ვუთხრათ ყველამ ამ ევროპარლამენტარებს, რომ არანაირი კავშირი სინამდვილეში მათ არ აქვთ ევროპასთან. მათთვის ევროპა არის გეოგრაფია. შეიძლება, მათ პასპორტი უდევთ ჯიბეში, რომლითაც ისინი ამბობენ, რომ ევროკავშირის მოქალაქეები არიან, მაგრამ მათ არანაირი ღირებულებითი კავშირი ევროპასთან არ აქვთ. თუ აინტერესებთ ევროპა, ჩამოვიდნენ და ქართველი ხალხი აუხსნის, რას ნიშნავს ევროპა, მეგობრობა, ემპათია და გვერდში დგომა. ამ რეზოლუციას ევროპასთან და ევროპულობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს არის ანტიევროპული და, გარკვეულწილად, ანტიჰუმანურიც კი იმიტომ, რომ მოუწოდეს მთლიან ერს, რომ გაწიროს საკუთარი კეთილდღეობა იმიტომ, რომ რომელიღაც პოლიტიკოსი ასეთ ხასიათზეა, რომ საქართველომ სანქციები დაუწესოს რომელიმე ქვეყანას”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – უწესოდ იმოქმედეს და სცადეს დამოუკიდებელი ინსტიტუტის მიმართ გავლენის მოპოვება და სალომე ზურაბიშვილის სუსტი ნებისყოფიდან გამომდინარე, ეს ძალიან მარტივად მოახერხეს – მას აქვს კონკრეტული მატერიალური სარგებელიც მიღებული

დავით გამყრელიძე – კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ყველა ელექტრონული ე.წ ჩეკი, აიტვირთება საქართველოს გარეთ ე.წ ქლაუდზე – შეჯამდება და უმოკლეს ვადაში გავიგებთ ქართველი ხალხის არჩევანს

პრემიერი – “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე – ევროკავშირში დაწყებული იყო იდენტური კანონის მიღების პროცესი და გააჩერეს – ვერ იღებენ იმის გამო, რომ მერე ვეღარ მოგვთხოვენ იგივე შინაარსის კანონის უკან გახმობას