შალვა პაპუაშვილი – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს სახალხო არტისტის და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვაჟა აზარაშვილის ოჯახის წევრებს, მეგობრებს და სრულიად საქართველოს მისი გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ვაჟა აზარაშვილი მარად დარჩება საქართველოს მომავალი თაობების მეხსიერებაში, როგორც დიდი მოღვაწე და შემოქმედი.
,,ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს სახალხო არტისტის და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო. მის მიერ შექმნილი უკვდავი კომპოზიციების წყალობით, ბატონი ვაჟა მარად დარჩება საქართველოს მომავალი თაობების მეხსიერებაში, როგორც დიდი მოღვაწე და შემოქმედი.
გულწრფელად ვუსამძიმრებ ამ მძიმე დანაკლისს, გამორჩეული კომპოზიტორის და პედაგოგის ვაჟა აზარაშვილის ოჯახის წევრებს, მეგობრებს და სრულიად საქართველოს”, – წერს .

ასევე დაგაინტერესებთ