შალვა პაპუაშვილი – ქართველმა ხალხმა მკაფიოდ თქვა რა არის მისი ევროპული გზა, ეს არის ევროპა – ჩვენ, როგორც ევროპული ცივილიზაციის თანაშემოქმედები, თავად ვართ ევროპა

ქართველმა ხალხმა მკაფიოდ თქვა რა არის მისი ევროპული გზა. ეს არის ევროპა. ჩვენ, როგორც ევროპული ცივილიზაციის თანაშემოქმედები, თავად ვართ ევროპა’’, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა შალვა პაპუაშვილმა “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ჩვენ გვინდა წელგამართული შევიდეთ ამ ერთა კავშირში, როგორც თანასწორი თანასწორთა შორის. შევიდეთ ჩვენი უნიკალური როლით, ჩვენი ეროვნული ფუნქციით.
“ყველა ქვეყანამ თავისი უნიკალური გზა გაიარა ევროკავშირისკენ, იმიტომ რომ ყველა თავისი უნიკალური ისტორიული გამოცდილებით, მომავლის ხედვით და ფუნქციით შედის ამ კავშირში. დღესაც ვხედავთ, რომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ქვეყნები სხვადასხვა გამოცდილებას, გამოცდას, განსაცდელსაც კი გადიან. ქართველმა ხალხმა მკაფიოდ თქვა რა არის მისი ევროპული გზა. პირველი, ეს არის ევროპა. ჩვენ, როგორც ევროპული ცივილიზაციის თანაშემოქმედები, თავად ვართ ევროპა. ამ მხრივ ჩვენი ევროპული გზა ნიშნავს ქართული, ანუ ევროპული კულტურის, ტრადიციების და ღირებულებების შენარჩუნებას და მათ განვითარებაში თანამონაწილეობას.
მეორე, ეს არის ევროკავშირი როგორც ევროპელ ხალხთა გაერთიანება. ჩვენ არ ვესწრაფვით მხოლოდ და ოღონდ წევრობას, ჩვენ გვინდა წელგამართული შევიდეთ ამ ერთა კავშირში, როგორც თანასწორი თანასწორთა შორის. შევიდეთ ჩვენი უნიკალური როლით, ჩვენი ეროვნული ფუნქციით, რომელიც სამწუხაროდ არაერთხელ დაგვიკარგავს. ჩვენ გვინდა გავამდიდროთ და გავაძლიეროთ ევროკავშირი კულტურულად და ეკონომიკურად, და არა უბრალოდ შევერიოთ მას”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ