შალვა პაპუაშვილი: ფაშიზმი ეს არის – ვინც შენს აზრს არ იზიარებს, იმისთვის არც ახალი წელი დააყენო, არც სიმღერა უნდა იყოს, არც ცეკვა. აი, თუ ჩემი მომხრე ხარ, ხორუმსაც გიცეკვებ, გოზინაყსაც გაგიკეთებ და ნაძვის ხესთანაც მიგიშვებ

შალვა პაპუაშვილი: ფაშიზმი ეს არის – ვინც შენს აზრს არ იზიარებს, იმისთვის არც ახალი წელი დააყენო, არც სიმღერა უნდა იყოს, არც ცეკვა. აი, თუ ჩემი მომხრე ხარ, ხორუმსაც გიცეკვებ, გოზინაყსაც გაგიკეთებ და ნაძვის ხესთანაც მიგიშვებ
რადიკალური ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციების მთავარი პრობლემა არის ის, რომ იგი სიძულვილს ეფუძნება და არა სიყვარულს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
„სინამდვილეში, აქ არც ევროპა, არც საქართველო არაფერ როლს არ თამაშობს. ეს მტლიანად დაფუძნებულია სიძულვილზე, მათ შორის, ზოგიერთი ადამიანის პირად ბოღმებსა და სიძულვილზე, რომელიც მათ აქვთ და ამიტომ არის, რომ ამ მთლიან პროცესში ვხედავთ ჩვენ, რომ ქალი ქალს არ ჰგავს, კაცი კაცს არ ჰგავს. მეზობელი მეზობელს არ ჰგავს, როგორც გუშინ მ თქვა. ეხებიან ყველაფერს, არაფერს ტოვებენ წმინდასა და შეუხებელს. აღარ აქვს მათთვის მნიშვნელობა წითელ ზღვარს – ყველანაირ წითელ ზღვარს ლახავენ, ვინაიდან თავი და თავი ამ ყველაფრისა სიძულვილია. აქედან გამომდინარე, ეს ფსიქოლოგიური ზეწოლა და ძალადობა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, იმ სიძულვილის ამონთხევაა, რომელიც ამ ადამიანებშია. ვნახეთ, მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებით ეს მომენტი და ამ ადამიანის რეალური სახე – არა მხოლოდ შინაგანი ბუნება და სახე, მისი გამომეტყველებით ვნახეთ ამ ადამიანის მდგომარეობა, რომელმაც იკადრა უკადრებელი – ერთი, რომ მეზობელს თავს ესხმი და მეორე – ამის ჩაწერა და ჩვენება რომ გინდა – სიძულვილის ჩვენება რომ გინდა. შესაძლოა, ადამიანს სათქმელიც გქონდეს დაგროვილი და ვიღაცას უთხრას, მაგრამ თან რომ გინდა ეს აჩვენო. გინდა, ბევრს დაანახო, როგორ გძულს, როგორი ბოღმა გაქვს გულში და გინდა, გაუზიარო სხვა დაბოღმილებსაც. გარედან ინსტრუქციებით მოქმედი პოლიტიკური აქტივისტური ჯგუფია, ამ საყოველთაო სიძულვილში ჩაიყოლიეს თავისი მხარდამჭერების ნაწილი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ეს სიძულვილი გამოხატულია რუსთაველის გამზირზეც.
„ეს სიძულვილი გამოიხატებოდა ქვის, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების მაშხალების სროლით იქნებოდა ეს პოლიციელებსა თუ შენობებზე, შემდეგ ვხედავდით, რომ ნაძვის ხის ოკუპირებაც კი მოხდა. ფაქტობრივად, ოკუპირებულია ნაძვის ხე – არ უშვებენ არავის, ვინც მათ აზრს არ იზიარებს. რომ ჰკითხოთ, ყველას აბულინგებენ, საზეიმო არაფერი გვაქვსო, ოღონდ, თავად ზეიმობენ. ანუ, ახალი წელი მათთვის უნდა იყოს, ზეიმიც მათთვის უნდა იყოს, ყველაფერი მათთვის უნდა იყოს. აი, ეს არის ბოლშევიზმი. ესაა, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა. ახლა აქ ნურავინ თავს ნუ გაიმართლებს, მე იმის გვერდით ვდგავარო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ამ ადამიანებმა უნდა თქვან, ვის მისცეს არჩევნებში ხმა და ამით მათი მორალური კომპასი გამოჩნდება.
„ფაშიზმი ეს არის – ვინც შენს აზრს არ იზიარებს, იმისთვის არც ახალი წელი დააყენო, არც სიმღერა უნდა იყოს, არც ცეკვა უნდა იყოს და არც არაფერი! აი, თუ ჩემი მომხრე ხარ და გაიზიარებ, მაშინ ხორუმსაც გიცეკვებ, გოზინაყსაც გაგიკეთებ და ნაძვის ხესთანაც მიგიშვებ. აი, როგორც ის ბავშვი არ მიუშვეს ქუთაისში ნაძვის ხესთან და ატირეს – იმ ბავშვს ახალი წელი უნდოდა და არა მათი რაღაც ფსევდო პროტესტი. ამიტომ, პრობლემა ამაშია – სიძულვილი, რომელიც ამ ადამიანების გულშია. სანამ ამ სიძულვილისგან არ გათავისუფლდებიან და საყოველთაო მოწოდებებს არ გაიზიარებენ, რომელიც არის, იგი თავად ამ ადამიანებს ამძიმებს. ქვეყანას ვერაფერს უზამენ. ამ ქვეყანას დიდი ხანია აჯანჯღარებენ, მაგრამ ვხედავთ, ვერაფერს შვრებიან. ერთადერთი, საკუთარ სულს ბოღმასა და სიძულვილში დაახრჩობენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.