შალვა პაპუაშვილი უცხოელი პოლიტიკოსების განცხადებებზე – ამბობენ, რომ საქართველოში მოიღრუბლა და ბნელა, სინამდვილეში მზე, სინათლე და რაც მთავარია, მშვიდობაა ჩვენს ქვეყანაში

[უცხოელი პოლიტიკოსები] ამბობენ, რომ საქართველოში მოიღრუბლა და ბნელა. სინამდვილეში მზე, სინათლე და რაც მთავარია, მშვიდობაა ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მან ასევე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, თუ რას ნიშნავს ის ფაქტი, რომ საქართველოს ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებში პროგრესი აქვს.
„ეს ერთ რამეზე მეტყველებს, რომ ზოგიერთის მხრიდან აღქმების ჩამოყალიბების სურვილსა და ფაქტებს შორის სხვაობაა. გუშინ, როცა დონალდ ტრამპს გამარჯვება მივულოცე, მათ შორის, ისიც აღვნიშნე, რომ ეს იმის მანიშნებელია, რომ მსოფლიო პოლიტიკაშიც უფრო რეალობა წამოვა წინა პლანზე და რეალობა გაიმარჯვებს აღქმებზე, ამის დიდი იმედი მაქვს. სამწუხაროდ, პირველი შემთხვევა არაა, ვხედავთ განცხადებებს სხვადასხვა პოლიტიკოსების, უცხოელი პოლიტიკოსების მხრიდან და რაღაცნაირად ისეა, რომ ბედიც ისეთია, რომ ზუსტად იმ დღეებში გამოვა სხვადასხვა ანგარიში, რომელიც სხვადასხვა ფაქტებს ეფუძნება და პირდაპირ ამხელს ამ უცხოელ პოლიტიკოსებს, რომ აბსოლუტურად აცდენილი არიან რეალობას. ამბობენ, რომ საქართველოში მოიღრუბლა და ბნელა, სინამდვილეში მზე, სინათლე და რაც მთავარია, მშვიდობაა ჩვენს ქვეყანაში, კეთილდღეობისკენ მიმავალი საზოგადოება და სახელმწიფოა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც თანაცხოვრების პერიოდში უკანონოდ მოიპოვა და შეინახა მეუღლის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ვიდეო ჩანაწერი, რომელიც შემდეგ სოციალური ქსელით სხვა პირს გაუგზავნა

თაზო დათუნაშვილი – საზოგადოებისთვის ახალაიას იმდენი აქვს დაშავებული, რომ ეს შემდგარი მონსტრის პროფილია და მისი მორგება შეიძლება ბევრ რამეზე, მათ შორის, ამ გადატრიალების მცდელობაზე თუ 4 ოქტომბრის უაზრო ავანტიურაზე, მაგრამ მტკიცებულებები სუსტია