შალვა პაპუაშვილი – უცხოელი ოფიციალური პირების მიერ სალომე ზურაბიშვილის „ლეგიტიმური“ პრეზიდენტის იმიჯის განმტკიცებას, როგორც ჩანს, როლი უნდა ეთამაშა – გადამტრიალებლებს ზურაბიშვილი პრეზიდენტის სასახლეში უნდა შეეყვანათ და „რევოლუცია“ დაეწყოთ

უცხოელი ოფიციალური პირების მიერ, თვეების განმავლობაში, ს, როგორც „ლეგიტიმური“ პრეზიდენტის იმიჯის განმტკიცებას, როგორც ჩანს, თავისი როლი უნდა ეთამაშა – გადამტრიალებლებს ზურაბიშვილი პრეზიდენტის სასახლეში უნდა შეეყვანათ და „რევოლუცია“ დაეწყოთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.
შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს მეხუთე პრეზიდნეტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლის „შტურმი“ გააკრიტიკა არა იმიტომ, რომ პრეზიდენტის სასახლეში შეჭრა დანაშაულია, არამედ იმიტომ, რომ მისი აზრით, „თავდამსხმელებმა ს პრეზიდენტობა აღიარეს“.
„წარუმატებელი გადატრიალებიდან და პრეზიდენტის სასახლეში შეჭრიდან მეორე დღეს, ექს-პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განცხადება გააკეთა, რომელშიც გააკრიტიკა პრეზიდენტის სასახლის შტურმი, თუმცა არა იმიტომ, რომ პრეზიდენტის სასახლეში შეჭრა დანაშაულია, არამედ იმიტომ, რომ, მისი აზრით, ამით თავდამსხმელებმა მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობა აღიარეს. შეიძლება ამ რეალობას აცდენილ განცხადებაზე მხოლოდ გაგვცინებოდა, მაგრამ მის უკან არსებული რეალობა გაცილებით უფრო საშიშია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
პოლიტიკური რადიკალიზმს ტერორამდე მივყავართ. ეს სიმართლე 4 ოქტომბერს დადასტურდა, როდესაც მოძალადე ბრბო პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრა. როდესაც პოლიციამ თავდამსხმელების მოგერიება შეძლო და აშკარა გახდა, რომ შეჭრის მცდელობა ჩაიშალა, რადიკალების ის ლიდერები, რომლებმაც მოამზადეს, წაახალისეს და უხელმძღვანელეს გადატრიალებას, სწრაფად გაემიჯნენ ტერორისტულ თავდასხმას.
ამ ლიდერებს შორის იყო ექსპრეზიდენტი ზურაბიშვილი. მანამდე, დილით, მან განაცხადა, რომ არჩევნებში ხმას არ მისცემდა და იმ შეკრებაში მიიღებდა მონაწილეობას, რომლის გაცხადებული მიზანიც საქართველოს ხელისუფლების დამხობა იყო. აქ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ, პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმამდე რამდენიმე კვირით ადრე, რადიკალებმა ნეპალში ბოლო დროს მომხდარი სისხლიანი მოვლენები მათთვის შთაგონების წყაროდ და მთავრობისთვის გაფრთხილებად წარმოაჩინეს.
ის, რომ სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორებმა საქართველოს პრეზიდენტის სასახლის აღება სცადეს, შემთხვევითი არ არის. სალომე ზურაბიშვილისთვის განკუთვნილი როლი და ის, როგორც მას ამ როლისთვის ამზადებდნენ, ხელის გულზე დევს. გასული წლის დეკემბერში თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა განაგრძო პრეზიდენტის ერთ-ერთი ინსიგნიის, პრეზიდენტის შტანდარტის უკანონო გამოყენება, ანუ იმ დროშის, რომლის გამოყენების უფლებაც მხოლოდ მოქმედ პრეზიდენტს აქვს. ზურაბიშვილი ამ სიმბოლოს ყველგან თან დაატარებს, მედიასთან კომუნიკაციის თუ ზოგიერთი შეხვედრის დროს.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია თვითმარქვია პირის მიერ საქართველოს პრეზიდენტის ამ ექსკლუზიური სიმბოლოს გამოყენება, უცხო ქვეყნის ზოგიერთ ელჩთან შეხვედრისას.
რა თქმა უნდა, ელჩების მხრიდან პრეზიდენტის შტანდარტის არალეგიტიმური გამოყენების წაყრუება მიუღებელია. ადრეც გაგვიმახვილებია ყურადღება, რომ ამგვარი შემგუებლობა რადიკალებისა და ექსტრემისტების წახალისებას ემსახურება, თუმცა, უშედეგოდ. მათ ან ვერ გააცნობიერეს თავიანთი როლი, თუნდაც ამ გამიზნულ სიმბოლური აქტის ვერ შემჩნევით, რადიკალიზმის წახალისებაში, ან მიზანმიმართულად იყვნენ ამის მონაწილე. ფაქტია, რომ ამ ორიდან, არცერთი ვერსია მათზე კარგს არაფერს ამბობს. სწორედ ასეთმა მიდგომამ უბიძგა ექსტრემისტებს გაეკეთებინათ ის, რაც 4 ოქტომბერს ვიხილეთ.
ეს ჩვენს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც რადიკალებმა მიზანში პრეზიდენტის სასახლე ამოიღეს, ზურაბიშვილის მხრიდან ფარული მხარდაჭერის ფონზე. უცხოელი ოფიციალური პირების მიერ, თვეების განმავლობაში, მისი, როგორც საქართველოს „ლეგიტიმური“ პრეზიდენტის იმიჯის განმტკიცებას კი, როგორც ჩანს, თავისი როლი უნდა ეთამაშა, გადამტრიალებლებს ზურაბიშვილი პრეზიდენტის სასახლეში უნდა შეეყვანათ და ამით „რევოლუცია“ დაეწყოთ.
ნიშანდობლივია, რომ რადიკალების არც ერთ უცხოელ მფარველს, ამ მომენტამდე, არ დაუგმია ტერორისტული თავდასხმა პრეზიდენტის სასახლეზე. თუმცა, ახლა, მხოლოდ დაგმობა საკმარისი აღარ არის. მათაც უნდა გაიზიარონ მომხდარზე პასუხისმგებლობა, რადგან, მათ შორის, გარედან მართულმა პოლიტიკურმა ინტრიგებმა რადიკალები საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობამდე მიიყვანა”, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის მსჯავრდებულებმა, მათ შორის ძიუდოისტმა გიგა ტატიაშვილმა და მორაგბე ნიკოლოზ ჟვანიამ სასჯელის ამოწურვის შემდეგ საპატიმრო დატოვეს

„ძლიერი საქართველო“ – “4-ში ვიწყებთ და 4-ში ვამთავრებთ“ – ბოიკოტის მომხრე ყველა პარტიის ლიდერის და პოლიტიკოსის ღია მხარდაჭერა უნდა შეფასდეს „პოლიტიკურ ავანტიურად“ – ვიწყებთ ამომრჩეველთან და არჩეულ დეპუტატებთან ერთად აქტიურ მუშაობას