– უნივერსიტეტში ლექტორის მიმართ ობსტრუქციის ორგანიზება ბოლშევიკური ტერორის იარაღი იყო, მაშინ მობილურები არ იყო და იმ დროის ხოშტარიები მოსკოვს, ალბათ, დეპეშით უპატაკებდნენ – ზოგს თავისუფლება წითელ ტერორში ერევა

უნივერსიტეტში ლექტორის მიმართ ობსტრუქციის ორგანიზება ბოლშევიკური ტერორის ნაცადი იარაღი იყო, მაშინ მობილურები არ იყო და ალბათ, იმ დროის ელენე ხოშტარიები დეპეშით უპატაკებდნენ მოსკოვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ლექციის დროს უნივერსიტეტთან გამართული აქციის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთი წევრი ელენე ხოშტარიასა და ზურაბ ჯაფარიძეს ინფორმაციას აწვდის.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ზოგს თავისუფლება წითელ ტერორში ერევა.
„უნივერსიტეტში ლექტორის მიმართ ობსტრუქციის ორგანიზება ბოლშევიკური ტერორის ერთ-ერთი ნაცადი იარაღი იყო. მაშინ მობილურები არ იყო და იმ დროის ელენე ხოშტარიები, ალბათ, დეპეშით უპატაკებდნენ მოსკოვს ზუსტად იმავე ტექსტით.
არ დაგვავიწყდეს, რომ შარშან შემთხვევით ცნობილი გახდა, რომ „დროას“, ყალბი ენჯეო-სქემის გამოყენებით, „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ (EED) ევროკავშირის ბიუჯეტიდან აფინანსებს, ისევე, როგორც „სირცხვილიას“ და ძალადობის სხვა პროპაგანდისტებს. როგორც ჩანს, ზოგს თავისუფლება წითელ ტერორში ერევა ან სულაც არ ერევა და ზუსტად იცის, რასაც აფინანსებს“, – წერს პაპუაშვილი.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა – ხელისუფლება შეკითხვებს გაექცა, თუ ვინმეს ბოდიში აქვს საზოგადოებისთვის მოსახდელი, ეს „ქართული ოცნებაა“, რაც შეეხება 20 ივნისის საქმეს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის გახარიას მიმართ განაჩენი

შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულებს, ვინც სამსახურიდან, რეორგანიზაციის გამო, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან გათავისუფლდნენ, თუმცა 2025 წლის 31 დეკემბრამდე, კვლავ დასაქმდნენ, უწყვეტი სტაჟი უნარჩუნდებათ