შალვა პაპუაშვილი – უკვე საუკუნეებია, რაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი სამეგრელოშია დაბრძანებული და ის ჩვენი ეროვნული იდენტობის და ერთიანობის სიმბოლოა – ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის და საქართველოს ერთიანობის მფარველი

უკვე საუკუნეებია, რაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი სამეგრელოშია დაბრძანებული და ის ჩვენი ეროვნული იდენტობის და ერთიანობის სიმბოლოა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ეს დღე თანაბრად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთლიანად ქრისტიანული სამყაროსათვის.
„სამეგრელოს და სრულიად საქართველოს ვულოცავ ვლაქერნობას – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამოსლის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს. ეს დღე თანაბრად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთლიანად ქრისტიანული სამყაროსათვის. უკვე საუკუნეებია, რაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი სამეგრელოშია დაბრძანებული და ის ჩვენი ეროვნული იდენტობის და ერთიანობის სიმბოლოა.
ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის და საქართველოს ერთიანობის მფარველი“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიას შევთავაზე, რადგან წარსულის კონფლიქტიდან მოვდივართ, ხომ არ ჯობია ჩვენ არ ვიყოთ სიაში და ახალგაზრდებს დავუჭიროთ მხარი – შეიძლება ჩათვალა, რომ ეს იწვევდა მისი პოლიტიკიდან ჩამოშორებას, რაც ასე არ არის