შალვა პაპუაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ბახტიორ საიდოვს უმასპინძლა.
მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და უზბეკეთს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობა და ხაზი გაუსვეს ვიზიტების მზარდ დინამიკას. აღინიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრა უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შედგა.
შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა გასულ წელს, უზბეკეთში განხორციელებული ნაყოფიერი ოფიციალური ვიზიტი და გამოხატა უზბეკეთის ოლი მეჯლისის ორი პალატის თავმჯდომარეების საპასუხო ვიზიტით საქართველოში მასპინძლობის მზაობა.
შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა უზბეკეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
მხარეებმა აღნიშნეს პარლამენტების მნიშვნელოვანი როლი ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პროცესში. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის გაფორმებულ მემორანდუმს და, აგრეთვე, გაცვლებს მეგობრობის ჯგუფებს, კომიტეტებსა და პარლამენტის ადმინისტრაციებს შორის.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და უზბეკეთს შორის თანამშრომლობა ტრანსპორტის მიმართულებით, რათა შუა დერეფნის პოტენციალი უკეთ იყოს ათვისებული და გაუმჯობესდეს დაკავშირებადობა ცენტრალურ აზიასთან.
მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ხალხთაშორისი კავშირების შემდგომ გაძლიერებაზე, მათ შორის, აქტიური კულტურული და საგანმანათლებლო გაცვლების გზით.
შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოში უზბეკეთის რესპუბლიკის საელჩოს გახსნის მნიშვნელობა.
შეხვედრაში, აგრეთვე, მონაწილეობდნენ პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოს ელჩი უზბეკეთში დავით კოტარია.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში