შალვა პაპუაშვილი ტუსკის განცხადებაზე: საინტერესო ისაა, რომ მან მიგრაციის საკითხს გაუსვა ხაზი. პირდაპირ ამბობს, რომ ქართველ ხალხს დააბრალებს თავის ქმედებებს

შალვა პაპუაშვილი ტუსკის განცხადებაზე: საინტერესო ისაა, რომ მან მიგრაციის საკითხს გაუსვა ხაზი. პირდაპირ ამბობს, რომ ქართველ ხალხს დააბრალებს თავის ქმედებებს
პოლონეთის მთავრობის წევრია ბატონი სიკორსკი, საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს დღესაც აცხადებს დემოკრატიის შუქურად და მოდერნიზატორად. ანუ, ამ ღირებულების მქონე საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყავთ რომელიც, სავარაუდოდ, არის დაკავებული სწორედ ამ უმრავლესობის შეკოწიწებით, რომ რაიმენაირად იმდენად შეაწუხოს საქართველო, რომ იქნებ შეძლონ გარედან ხელისუფლების შეცვლა და სააკაშვილის მსგავსი პოლიტიკოსების ხელისუფლებაში მოყვანა, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში. ამ კომენტარით პაპუაშვილი გამოეხმაურა დონალდ ტუსკის განცხადებას, რომ მისი მთავრობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ლობირებს ინიციატივას, საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის გასაუქმებლად.
„ის შეეცადა, რომ მარცხი, რომელიც განიცადა საპრეზიდენტო არჩევნებში, დაეკომპენსირებინა პარლამენტში კიდევ ერთხელ ტექნიკურად მიღებული ნდობით. მონაცემების მიხედვით, დაახლოებით, მოსახლეობის 45% ითხოვს პრემიერ ტუსკის გადადგომას. ასე რომ, ეს ის შიდა საკითხებია, რომლითაც ისინი თამაშს ცდილობენ.
რაც შეეხება საქართველოს მიმართ განზრახვებს – ამაში არაფერი ახალი არ არის, მათ შორის, პოლონეთის ამ მთავრობისა. ამ მთავრობის წევრია ბატონი სიკოლსკი, საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს დღესაც აცხადებს დემოკრატიის შუქურად და მოდერნიზატორად. ანუ, ამ ღირებულების მქონე საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყავთ რომელიც, სავარაუდოდ, არის დაკავებული სწორედ ამ უმრავლესობის შეკოწიწებით, რომ რაიმენაირად, იმდენად შეაწუხოს საქართველო, რომ იქნებ შეძლონ გარედან ხელისუფლების შეცვლა და სააკაშვილის მსგავსი პოლიტიკოსების ხელისუფლებაში მოყვანა.
ამ საბაბებს რომ ეძებენ, საინტერესო ისაა, რომ მან მიგრაციის საკითხს გაუსვა ხაზი. პირდაპირ ამბობს, რომ ქართველ ხალხს დააბრალებს, საბოლოო ჯამში. ისაუბრებენ, თითქოს, პოლიტიკასა და ხელისუფლებებთან დაკავშირებით, მაგრამ ქართველ ხალხს აბრალებს, საბოლოო ჯამში, მის ამ საქციელს და ქმედებებს. არავითარი გასაოცარი არ არის, იმ ხელისუფლების მხრიდან, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის სააკაშვილი არის ეტალონი მოდერნიზაციის, რას უნდა ველოდეთ ღირებულებების თვალსაზრისით?”, – აცხადებს .
Previous: 2010 წელს სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმის ელიტას მისცეს უვიზო მიმოსვლა, შემდეგ კანდელაკი და სხვები ბრიუსელში დარბოდნენ, რომ უვიზო მიმოსვლა ხალხისთვის არ მიეცათ, თვითონ ჯიბეში ჰქონდათ დიპლომატიური პასპორტი

ასევე დაგაინტერესებთ

ბრიუსელში ამ საკითხს არ ჰყავს ბევრი მხარდაჭერი, თუმცა კვლავ გრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ ეს თემა გამოიყენონ ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ – მაკა ბოჭორიშვილი უვიზო მიმოსვლის საკითხზე

სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებულის აპარატის ხელმძღვანელი გიორგი მიქელაძე ესტონეთის ელჩს- ყველა ის სახელმწიფო, რომელიც უსამართლო მოთხოვნებით და ორმაგი სტანდარტებით სარგებლობს, აზარალებს იმ სახელმწიფოს სტატუსს და იმიჯს მოსახლეობაში