შალვა პაპუაშვილი – სუს-ის მიერ გიორგი ბაჩიაშვილის დაკავება აჩვენებს, რომ საქართველოში სამართლებრივი სახელმწიფო მყარად დამკვიდრებულია – ყველამ ნახა, რომ ისე ჩატარდა ღონისძიება, ერთი თმის ღერიც არ ჩამოვარდნია ამ ადამიანს

ისე ჩატარდა ეს ღონისძიება, რომ ერთი თმის ღერიც კი არ ჩამოვარდნია ამ ადამიანს [გიორგი ბაჩიაშვილს] – ამიტომ განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, არავის არ ექნება შესაძლებლობა, რომ მართლმსაჯულებას გაექცეს.
„რაც შეეხება გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებას, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი ფაქტია. ეს არის ადამიანი, რომელსაც საქართველოს მართლმსაჯულების მხრიდან 11 წელი ჰქონდა მისჯილი. ის, რომ მისი დაკავება საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მოხდა, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველოში სამართლებრივი სახელმწიფო მყარად დამკვიდრებულია. ის, რომ არავის არ ექნება შესაძლებლობა, რომ მართლმსაჯულებას გაექცეს და ამ მხრივაც მნიშვნელოვანია, რომ ყველამ იცოდეს, რომ საქართველოს, ქართულ მართლმსაჯულებას ვერ გაექცევიან და ყველას საქართველოს სასამართლოს წინაშე პასუხისგება მოუწევს და შესაბამისი, სასჯელის მოხდა.
ყველამ ნახა, რომ ისე ჩატარდა ეს ღონისძიება, რომ ერთი თმის ღერიც კი არ ჩამოვარდნია ამ ადამიანს [გიორგი ბაჩიაშვილს]. ამიტომ განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?