შალვა პაპუაშვილი – სტრასბურგმა ყოველ ჯერზე ამხილა ქართული მართლმსაჯულების „პოლიტიზირებულობის” ყველა ბრალდება, როგორც ცილისმწამებლური, თუმცა არცერთ უცხოელ პოლიტიკოსს თუ დიპლომატს არ მოუხდია ბოდიში, არადა, ბოდიში მოსახდელი აქვთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ უცხოური საელჩოების მხრიდან ქართული მართლმსაჯულების „პოლიტიზირებულობაში“ დადანაშაულება უსაფუძვლო და კოორდინირებული კამპანიის ნაწილია.
მისი თქმით, როგორც წარსულში, ისე მომავალშიც საზოგადოებამ უნდა გაიხსენოს, ვინ აკრიტიკებს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას.
„როდესაც, დღევანდელი დღესავით, მომავალშიც ვიხილავთ ზოგიერთი უცხოური საელჩოს კოორდინირებულ, ცილისმწამებლურ ფლეშმობს “პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებაზე”, გვახსოვდეს, ვინ გვაკრიტიკებს.
ცნობისთვის, სტრასბურგმა ყოველ ჯერზე ამხილა ქართული მართლმსაჯულების “პოლიტიზირებულობის” ყველა ბრალდება, როგორც უსაფუძვლო და ცილისმწამებლური. თუმცა, დღემდე, არც ერთ უცხოელ პოლიტიკოსს თუ დიპლომატს არ მოუხდია ბოდიში იმ ქართველი მოსამართლეებისთვის, რომლებიც მიზანმიმართული პოლიტიკური თავდასხმის ობიექტად აქციეს.
არადა, ბოდიში მოსახდელი აქვთ”,- წერს პაპუაშვილი საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია