ის სპეკულაცია, რომელიც რადიკალურმა ოპოზიციამ, უცხოეთიდან დაფინანსებულმა მედიამ და „ენჯეოებმა“ აშშ-ის საელჩოს გუშინდელ განცხადებას მოაყოლეს, ყველაზე კარგი ილუსტრაციაა იმისა, თუ როგორ შექმნა უცხოურმა დაფინანსებამ ჰიბრიდული ომის უკონტროლო მონსტრი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ის აღნიშნავს, სწორი იყო აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, სრულად ჩაეკეტა ამერიკელი ხალხის ფულით პროპაგანდის, სხვა საზოგადოებების დესტაბილიზაციის და შიდა დაპირისპირების დაფინანსების არხები.
„ის სპეკულაცია, ისტერია და შეთქმულების თეორიები, რომელიც რადიკალურმა ოპოზიციამ, უცხოეთიდან დაფინანსებულმა პროპაგანდისტულმა მედიამ და „ენჯეოებმა“ აშშ-ის საელჩოს გუშინდელ განცხადებას მოაყოლეს, ყველაზე კარგი ილუსტრაციაა იმისა, თუ როგორ შექმნა უცხოურმა დაფინანსებამ ჰიბრიდული ომის უკონტროლო მონსტრი და რამდენად სწორი იყო აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, სრულად ჩაეკეტა ამერიკელი ხალხის ფულით პროპაგანდის, სხვა საზოგადოებების დესტაბილიზაციის და შიდა დაპირისპირების დაფინანსების არხები,“ – წერს პაპუაშვილი.
