სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთს შორის 2024 წლის იანვარში ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაცია აღინიშნა, როგორც ორ ქვეყანას შორის ისტორიული მეგობრობის ლოგიკური გაგრძელება.
შალვა პაპუაშვილმა სომხურ მხარეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა შესახებ გაეროში წარდგენილი რეზოლუციის პირველად მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ხაზი საქართველოსა და სომხეთის მთავრობებსა და საკანონმდებლო ორგანოებს შორის მტკიცე კავშირებს გაუსვეს. ასევე, აღინიშნა საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის.
შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს რეგიონული მშვიდობის საკითხებზე. ყურადღება გამახვილდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობაზე რეგიონში მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.
არარატ მირზოიანმა მადლიერება გამოხატა საქართველოს მზაობისთვის, ხელი შეუწყოს რეგიონულ მშვიდობას.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ვოლსკი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე , სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი სუმბატ კიურეღიანი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძე.
აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – უცხოეთში მყოფი ჩვენი მოქალაქეების გამოყენების რისკია იმისთვის, რომ უცხო ძალებმა საკუთარი დღის წესრიგი გაატარონ – 2028 წლის 28 ოქტომბერს იქნება არჩევნები და ვისაც აქვს სურვილი, ხმა დააფიქსიროს, მოემზადოს და ჩამოვიდეს

ზურაბ ჯაფარიძე – 28 ნოემბერსაც და ყოველთვის, სანამ არ მოვიგებთ, ქუჩაში უნდა გამოვიდეთ საკუთარი თავის გამო – საკუთარ თავს უნდა დავუმტკიცოთ, რომ მიუხედავად შიშისა, დავრჩით ადამიანებად, უარს არ ვამბობთ ხმის ამოღებაზე და არ ვიქეცით პირუტყვებად