შალვა პაპუაშვილი სლოვაკეთის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოში ს რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩ მატუშ ბუშოვსკისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
შალვა პაპუაშვილმა მატუშ ბუშოვსკის ელჩად დანიშვნა მიულოცა და წარმატება უსურვა მის საქმიანობაში.
„მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და სლოვაკეთს შორის თანამშრომლობის დინამიკა, მათ შორის, მაღალი დონის ვიზიტები. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართულ-სლოვაკურ ორმხრივ ურთიერთობებს, საქართველოს პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, ამ მხრივ საქართველოს მოლოდინებსა და რეგიონში არსებულ ვითარებას.
ელჩმა აღნიშნა, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და მზად არის, გაუწიოს დახმარება საქართველოს ყველა საჭირო მიმართულებით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გაჩეჩილაძე – ერთ-ერთი საჭიროება, რისთვისაც შექმნეს იუსტიციის სახლი იყო, რომ აღრიცხეს ყველა და ყველაფერი, ვინც კი სუნთქავდა, იმიტომ, რომ არჩევნები ეკონტროლებინათ – აღრიცხულ ადამიანებს ინდივიდუალურად ემუშავებოდნენ

საგარეო უწყება ევროკავშირის დელეგაციის წევრის ქვეყანაში არ შემოშვებაზე – ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გაუგებრობას, გვქონდა კომუნიკაცია ევროკავშირის მხარესთან, რის შესახებაც მათ განემარტათ და საკითხი ამოწურულია