სიტყვის თავისუფლების დარგში თამარ კინწურაშვილისთვის პრემიის მინიჭებაზე – სწორედ ეს არის ზოგიერთი ევროპული ორგანიზაციის მხრიდან რეალობისგან მოწყვეტის და ქართველი ხალხის წუხილის ვერასდროს გაგების საუკეთესო მაგალითი

პარლამენტის თავმჯდომარე „დოიჩე ველეს“ მიერ, სიტყვის თავისუფლების დარგში, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორის, თამარ კინწურაშვილისთვის პრემიის მინიჭებას ეხმაურება.
როგორც პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, “სწორედ ეს არის ზოგიერთი ევროპული ორგანიზაციის მხრიდან რეალობისგან მოწყვეტის და ქართველი ხალხის წუხილის ვერასდროს გაგების საუკეთესო მაგალითი“.
„გერმანულმა „დოიჩე ველემ“ სიტყვის თავისუფლების დარგში პრემია მიანიჭა სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედს, თამარ კინწურაშვილს. ადამიანს რომელიც იყო
▪ სააკაშვილის რეჟიმის საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი ცენზორი 2005-2009 წლებში!
▪ სააკაშვილის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე 2010-2013 წლებში!
▪ სააკაშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ, მედიაში ყალბი ამბების და პროპაგანდისტული ნარატივის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი“, – წერს პაპუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლსკი – გამორიცხულია ვინმეს ჩამოშორება რაიმე მეთოდით, მით უმეტეს მეუფე შიოს მხრიდან, რომელიც არის დახვეწილი, წესიერი ადამიანი – ისე ხატავენ აზრთა შესაძლო სხვადასხვაობას, თითქოს ეს არის სიმახინჯე, ეკლესიისთვის ჩირქის მოცხება გრძელდება