შალვა პაპუაშვილი – სინამდვილეში, ევროკავშირში გაწევრიანებაზე არანაირი მოლაპარაკების პროცესი არ არსებობს – ეს ბრიუსელის დავალებების შესრულების პროცესი გახლავთ, რასაც რაღაც მომენტში, თვითონ ბრიუსელიც აღიარებს

ერთი სიმართლე ყველამ უნდა იცოდეს: სინამდვილეში ევროკავშირში გაწევრიანებაზე არანაირი მოლაპარაკების პროცესი არ არსებობს – ეს ბრიუსელის დავალებების შესრულების პროცესი გახლავთ, რასაც რაღაც მომენტში, თვითონ ბრიუსელიც აღიარებს – ამ პროცესისთვის მოლაპარაკებების დარქმევა არის აბსოლუტური ფარსი! – ეს განცხადება მედიასთან პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.
როგორც ამ კონტექსტში პაპუაშვილმა აღნიშნა, „ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესს „მოლაპარაკება“ მხოლოდ სახელად რომ ჰქვია და სინამდვილეში არის ბრიუსელის მიერ დაწესებული დირექტივების შესრულების პროცესი“, ეს მაშინ აღმოაჩინა, როცა ევროკავშირის სამართალს სწავლობდა.
პაპუაშვილის თქმითვე, „გასაგებია, რომ როცა რაღაცა ორგანიზაციის წევრობა გინდა, კრიტერიუმები და რეგულაციები უნდა შეასრულო, თუმცა არ არის გასაგები, როცა ამის მიღმა გამოგონილი კრიტერიუმების, დავალებებისა და დირექტივების მიცემა ხდება, რომლის უკანაც არის სურვილი იმისა, რომ სუვერენულ ქვეყანაზე კონტროლი დაამყარო“.
პაპუაშვილმა ამის მაგალითად მოსამართლეთა ვეტინგი დაასახელა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვეტინგის პროცედურა ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში არ ჩატარებულა.
მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა ისიც, რომ თავის დროზე გენერალური პროკურორის კვალიფიციური უმრავლესობით არჩევის მოთხოვნა იმას გულისხმობდა, რომ „მათი გავლენის ქვეშ მყოფი მარგინალური უმცირესობის მონაწილეობით უწყებაზე კონტროლი მოეპოვებინათ“.
„ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების პროცესი სინამდვილეში ეს არის ცალმხრივად დავალებების მიცემა და ამ დავალებების ბრიუსელის არარჩეული ბიუროკრატების გემოზე შესრულება. იმ თავისუფლებასაც არ გიტოვებენ, რომ რაღაც სხვადასხვა ოფციები გქონდეს – მეტი-მეტი, შეიძლება რაღაც ვალდებულების შესრულება გადავადდეს.
ეს ერთი მხრივ გასაგებია იმ მხრივ, რომ თუ ორგანიზაციის წევრობა გინდა და თუ არის რაღაც დირექტივები, ნორმები, რომელიც შენს კანონმდებლობაში უნდა გადმოიტანო, რა თქმა უნდა, ეს უნდა შეასრულო. საქართველოში ევროკავშირის კანონმდებლობის ნახევარი ასოცირების შეთანხმების გეგმით უკვე გადმოტანილია, თუმცა პრობლემა არის ის, რაც არის ახალი ტენდენცია ბრიუსელიდან – ხდება რაღაც დამატებითი მოთხოვნების მოფიქრება, რაც დირექტივებით და მკაცრი დოკუმენტებით განსაზღვრული არ არის.
მაგალითად, მოსამართლეთა ვეტინგი, რაც არის არარჩეული ევრობიუროკრატების ფანტაზიის ნაყოფი. ევროკავშირის არც ერთი დოკუმენტი, დირექტივა ასეთ რამეს არ ითვალისწინებს. არც ერთ მათ ქვეყანაში ასეთ რამეს არ ატარებენ, მაგრამ სხვა ქვეყნებს სთხოვენ მარტივი მიზეზის გამო – ეს არის პროცედურა, რომლითაც ცდილობენ სხვა ქვეყნის მართლმსაჯულებაზე ზემოქმედების ბერკეტი მოიპოვონ. მოლდოვაში ამ პროცესს ზურაბ ადეიშვილის ყოფილი მოადგილე – ნონა წოწორია ატარებს, ვის დროსაც საქართველოში წამების სისტემა შეიქმნა. ეს ადამიანი მოსამართლეთა შერჩევაში თუ გადარჩევაში ჟიურის მთავარი წევრია. ში ჰყავთ ზურაბ ადეიშვილი, როგორც გარედან დასმული ადამიანი. ის უკრაინის ჩრდილოვანი გენპროკურორია. გარე დავალებების შემსრულებელმა ადამიანებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მოლდოვაში, ში სასამართლოზე კონტროლი გარე ძალებმა და დაჯგუფებებმა მოიპოვონ, რათა შემდეგ ქვეყანა მართლმსაჯულებიდან მართონ.
ასე რომ, ბოლო პერიოდში არის მოგონილი კრიტერიუმები ბრიუსელის მხრიდან, როგორც არის ვეტინგი. გახსოვთ, ცხრა რეკომენდაციაში ჩაგვიწერეს, რომ ხელისუფლების ყველა დონეზე გადაწყვეტილებების მიღებაში უცხოეთიდან დაფინანსებული ენჯეოები იყვნენ ჩართული. ფაქტობრივად ვეტოს და შენს პოლიტიკაში ხელის ფათურის უფლება უნდა მისცე ესტონეთში რეგისტრირებულ „საერთაშორისო გამჭვირვალობას“. რატომ თვითონ არა ჰყავთ ჩართული ყველა იმ გადაწყვეტილებაში, რასაც თვითონ იღებენ?!
სადაც ევროკავშირმა ჩვენს მართლმსაჯულებას სხვადასხვა უსამართლობა დააბრალა, ყველგან ევროკავშირი დამარცხდა – დამარცხდა ყველა ელჩი და „ენჯეო“, რომელიც ჩვენს მართლმსაჯულებას უსამართლოდ აბრალებდა. ევროკავშირი ქართულ მართლმსაჯულებასთან ყველა საქმეში პირწმინდად დამარცხდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.