შალვა პაპუაშვილი სახალხო დღესასწაულს „ჰერეთობა-2024“ დაესწრო

პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის წევრებთან – ირაკლი ქადაგიშვილთან და გურამ მაჭარაშვილთან ერთად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს „ჰერეთობა -2024“ დაესწრო. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„დღეს, ლაგოდეხში „ჰერეთობა“ აღინიშნება, ამ მშვენიერი კუთხის დიდი დღესასწაული. დღე, რომელიც აერთიანებს საქართველოს სხვადასხვა კუთხის შვილებს და ლაგოდეხში ეს ერთობა განსაკუთრებულად იგრძნობა. ყველას ვულოცავ ამ დღესასწაულს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პრესსამსახურის ცნობით, საზეიმო ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
„ჩატარდა სხვადასხვა კულტურულ-შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ადგილობრივი ღვინის მეწარმეების მიერ წარმოდგენილი ღვინოები და საქართველოს სხვადასხვა კუთხის სამზარეულოს კერძები. ასევე, გაიმართა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა/გაყიდვა.
სადღესასწაულო ღონისძიებაზე, ლაგოდეხის საპატიო მოქალაქეები დაჯილდოვდნენ. სახალხო დღესასწაული გალა კონცერტით დასრულდა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – როდესაც ისედაც ზერეპრესიულ რეჟიმში ვართ, იურიდიულ რეგისტრაციას გაგვიუქმებენ თუ არა, მეორე ხარისხოვანია, მაგრამ საჯაროდ და საერთაშორისო განაცხადისთვის „ქართული ოცნებისთვის“ ეს კატასტროფა იქნება

თეონა აქუბარდია – ხან ამბობენ, რომ პარტიებს აკრძალავენ, ხან ამბობენ, რომ გადაიფიქრეს, ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ხაზები დაბნეულია და აღარ იციან, რა გზას დაადგნენ