– საქართველო „კეთილსინდისიერების ინდექსის“ მიხედვით ლიდერია აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში და უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის 8 წევრსა და ნატო-ს 10 სახელმწიფოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელ ,,X” -ში “კეთილსინდისიერების ინდექსის” კვლევას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ საქართველო ამ კვლევის მიხედვით ლიდერია აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში და ასევე, უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის 8 წევრსა და ნატო-ს 10 სახელმწიფოს.

“საქართველო “კეთილსინდისიერების ინდექსის” მიხედვით 29-ე ადგილით, ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელზეა. ინდექსი აფასებს ბიუჯეტის გამჭვირვალებას, მოქალაქეებისათვის ელექტრონული მომსახურების ხელმისაწვდომობას, სასამართლოს დამოუკიდებლობას, ადმინისტრაციული დატვირთვის დონესა და ვაჭრობის თავისუფლებას. საქართველო ლიდერია აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. ასევე, საქართველო უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის 8 წევრსა და ნატო-ს 10 სახელმწიფოს,” – წერს შალვა პაპუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე: საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება, თუ ვინ მოიგებს არჩევნებს იმდენად მცირეა სხვაობა კონკურენტებს შორის- ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი არჩევნები უნგრეთის უახლეს ისტორიაში

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის