შალვა პაპუაშვილი – სასაცილოა, რომ რასა იუკნევიჩიანე მის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტში ოპოზიციას მოუწოდებდა არჩევნებში მონაწილეობისკენ და მეორე დღეს, შეიტანა შესწორება და მოუწოდებს, არ მიიღონ მონაწილეობა

სასაცილო მომენტია, რომ რასა იუკნევიჩიანე მის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტში ოპოზიციას ჯერ მოუწოდებდა არჩევნებში მონაწილეობისკენ და მეორე დღეს, შეიტანა შესწორება და ოპოზიციას მოუწოდებს, არ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში – ასეთი ხალხი ჰყავს გაღმერთებული ამ „აკა-ცუკა“ ოპოზიციას, თითქოს რელიგიური სექტის წევრები იყვნენ და მათი ქურუმი იყოს რასა იუკნევიჩიანე,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რა დროსაც, ევროპარლამენტის მიერ გუშინ მიღებული რეზოლუცია შეაფასა.
პაპუაშვილის თქმითვე, რასა იუკნევიჩიანე ქართველი ხალხის მიმართ ფაშისტურ განცხადებებს აკეთებს.
„რასა იუკნევიჩიანეს ეს განცხადება რა მოსატანია, როდესაც ის ფაშისტურ განცხადებებს აკეთებს ქართველი ხალხის მიმართ. შეგახსენებთ, მან თქვა, რომ ევროპასთან დაკავშირებით საკითხები არის ქართველი ხალხის ბრალი, ვინც ხმას აძლევს „ქართულ ოცნებას“. პირდაპირ ფაშისტური განცხადებაა, როდესაც გამოარჩია მოქალაქეების ერთი ჯგუფი პოლიტიკური ნიშნით. [ვინც] მის გემოვნებაში არ ჯდება, ისინი გამოაცხადა დამნაშავეებად. როდესაც ადამიანი ფაშისტურ განცხადებებს აკეთებს ქართველი ხალხის მიმართ, იქ დეზინფორმაცია მსუბუქი დანაშაულია.
მინდა, კიდევ ერთხელ რეზოლუციას შევეხო, რომელიც მისი მომზადებული იყო. ცალკე სასაცილო მომენტია, რომ მის მიერ მომზადებულ ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტის ერთ-ერთ მუხლში ეწერა, რომ ოპოზიციას მოუწოდებს, მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და მეორე დღეს, მანვე შეიტანა შესწორება და ოპოზიციას მოუწოდებს, არ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. ასეთი ხალხი ჰყავს გაღმერთებული აი ამ „აკა-ცუკა“ ოპოზიციას. თითქოს რაღაც რელიგიური სექტის წევრები იყვნენ და მათი ქურუმი იყოს რასა იუკნევიჩიანე. მათ შორის, ამ რეზოლუციაში ვნახეთ ჩანაწერი ს პრეზიდენტად აღიარების შესახებ, რომელიც 7 წლის წინ აირჩა. ევროპარლამენტი ხომ უკვე დაამსგავსეს საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოს, ახლა „ბრეჟნევიზაციის“ პროცესი თუ უნდათ, რომ დაიწყონ… 7 წლის წინ არჩეული ადამიანი, რომელსაც ვადა უკვე კარგა ხანია გაუვიდა, უნდათ, რომ ლეგიტიმურად აღიარონ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, რასა იუკნევიჩიანეს განცხადების შეფასებისას, როდესაც ის მზია ამაღლობელზე საუბრობს, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „მსგავს ტყუილებს იმიტომ ამბობენ, რომ გასდით“.
„გასდით და იმიტომ. ტყუილს იტყვიან, რა ედარდებათ, ვინმე პასუხს მოსთხოვთ? აქ რომ აფინანსებენ რაღაცებს, რომ თითქოს ფაქტები უნდა დაადგინონ, იქ ვინ მოსთხოვს პასუხს? რასა იუკნევიჩიანეს პასუხი ვინ უნდა მოსთხოვოს? ატრიალებენ მთელს ევროპას თავის ჭკუაზე“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
ამავე თემაზე საუბრისას პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ რაც ახლა ბრიუსელში ხდება, ეს არის „ღირებულებითი კრახი“.
„ეს არის ჩვეულებრივი დეზინფორმაცია, რომელსაც ევროკავშირი ავრცელებს. სინამდვილეში, ღირებულებითი კრახია, რაც ახლა ხდება ბრიუსელში, როდესაც აღრეულია ღირებულებები, როდესაც შენ გეუბნებიან, რომ დეზინფორმაცია ცუდია და თავად იტყუებიან, როდესაც გეუბნებიან, რომ ძალადობა ცუდია და თავად აფინანსებენ მოძალადეებს; როდესაც გეტყვიან, რომ სიძულვილის ენა ცუდია და თავად აფინანსებენ ადამიანებს, რომლებიც ჩვეულებრივი ვერბალური მოძალადეები არიან. ევროპულ ღირებულებებს არიან აცილებულები“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ამასთან, რეზოლუციაზე საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ „ევროკავშირი ევროკომისიის და მისი ელჩის სახით, დღეს გამოდის და სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს“.
„გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის, მარტა კოსის მონაწილეობით იქნა ეს რეზოლუცია მიღებული. ის კომპლიმენტებში დაიღვარა რასა იუკნევიჩიანეს მიმართ. ეს სრულად ევროკომისიის და ევროკავშირის ელჩის პასუხისმგებლობაა. ევროკავშირი ევროკომისიის და მისი ელჩის სახით, დღეს გამოდის და სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს. ამიტომ, პასუხი გასცეს ახლა ევროკავშირის ელჩმა ქართველ ხალხს. რა უნდათ, ვერ გავიგე. სააკაშვილი არის ევროპა ბატონი ჰერჩინსკის და ევროკომისიის აზრით? ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან.
მათ შორის, წინა რეზოლუციებშიც ითხოვდნენ სანქციების დაწესებას სთვის. ანუ, ითხოვენ, რომ რუსეთთან ესკალაციაში შევიდეთ, გამოვუშვათ დიქტატორი და წამების სისტემის შემქმნელი. ეს არის მათი წარმოდგენით ევროპა. ამიტომ, ბატონმა ჰერჩინსკიმ უპასუხოს, ევროპა არის დიქტატურა, წამება, ესკალაცია, ქვეყნის გაწირვა კონფლიქტებისთვის? ეს არის ევროპა მისი აზრით?“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.