შალვა პაპუაშვილი სანქციებზე – კიდევ უარესი, თუ ბრიუსელი აპირებს, სეგრეგაცია აქციოს საკუთარ პოლიტიკად – მტრული რიტორიკით და მტრული ნაბიჯებით ქართველ ხალხს საკუთარ მოსაზრებებს თავს ვერ მოახვევენ

კიდევ უარესი, თუკი ბრიუსელი აპირებს, სეგრეგაცია აქციოს საკუთარ პოლიტიკად საქართველოსთან მიმართებით – მტრული რიტორიკით და მტრული ნაბიჯებით, ამგვარი ანტიდემოკრატიული ნაბიჯებით, ქართველ ხალხს საკუთარ მოსაზრებებს თავს ვერ მოახვევენ, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კითხვას, არის თუ არა მზად „ქართული ოცნება“, რომ ევროკავშირი მათ პერსონალურ სანქციებს დაუწესებს, მათ შორის უვიზო მიმოსვლის ნაწილში.
პაპუაშვილმა ბრიუსელს ურჩია, სარკეში ჩაიხედოს და დაინახოს, როგორ დაემსგავსა მათი მეთოდები სხვა ქვეყნის მეთოდებს, რომლებსაც ქართველი ხალხის წინააღმდეგ უვიზო რეჟიმის გაუქმებაც და დეპორტაციაც გამოუყენებია.
„საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვანია, რომ სარკეში ჩაიხედოს ყველამ და დაინახოს თუ როგორ იმეორებენ იმ გზას ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც სხვა ქვეყნებსაც ჰქონიათ. ჩვენთვის უვიზოც შეუწყვეტია სხვა ქვეყანას, ჩვენთვის სანქციებიც დაუწესებია სხვა ქვეყანას. ეს ყველაფერი ქართველ ხალხს გავლილი გვაქვს. სანქციებიც გახსოვთ, დეპორტაციებიც გახსოვთ, უვიზოს შეწყვეტაც გახსოვთ საქართველოსთან მიმართებით – რატომ აკეთებდნენ? იმისთვის, რომ პოლიტიკური ზეგავლენა მოეხდინათ ქართველი ხალხის ნებაზე. ამან რაიმე დაძრა ქართველი ხალხის ნებაში? რაიმე მავნე გავლენა იქონია? რაღაც მომენტში ოდესმე ქართველმა ხალხმა უღალატა საკუთარ ეროვნულ ინტერესებს? არა! ასე რომ, ეს მოლოდინი ნუ ექნება ნურავის. ისტორია ხომ მაინც რაღაც გაკვეთილი უნდა იყოს მათთვის, რომ ამგვარი მტრული რიტორიკით და მტრული ნაბიჯებით, ამგვარი ანტიდემოკრატიული ნაბიჯებით ქართველ ხალხს საკუთარ მოსაზრებებს თავს ვერ მოახვევენ. კიდევ უარესი თუკი ბრიუსელი აპირებს სეგრეგაცია აქციოს საკუთარ პოლიტიკად საქართველოსთან მიმართებით, იმიტომ, რომ ეს უკვე თავის თავზე იმეტყველებს თუ რასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – რასაც უწოდებდნენ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში, იყო ორპირი ქარის პოლიტიკა, როგორც შევარდნაძე იტყოდა, ამ ორპირ ქარში მოჰყვა ორი ქვეყანა სამჯერ – ერთხელ ეს იყო საქართველო, ორჯერ – უკრაინა – დღეს პერსპექტივა არის ძალიან ბუნდოვანი

ირაკლი კობახიძე – თუკი ვინმე და რამე იხევს უკან თანამედროვე სამყაროში, ეს არის ევროკავშირი – სამწუხაროდ, არ გვაქვს პროგრესი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში, ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ არ იცვლება დამოკიდებულება ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან